• რეკლამა
  • კონტაქტი
16:46, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,არავინ გაბედოს მისი ციხიდან ვადაზე ადრე გამოშვებაზე ფიქრიც კი!” – რუსუდან შარაძე სააკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
02:57 10-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
188

გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე:

,,ახლა სერიოზულად:
ყველაფერს აქვს დასასრული და ეს სიგიჟეც უნდა დამთავრებულიყო. მიხარია! პირადად, მწარე სიმართლე მირჩევნია ლამაზ ტყუილს. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გავიგოთ, რისი მაქნისია ხელისუფლება და რისი მაქნისი ვართ ჩვენ, ქართველი ხალხი.

დღეს, ჩვენი საყოველთაო გამარჯვების 9 წლისთავია და ვიტყვი, როგორ ვხედავდი მაშინ მოვლენების განვითარებას – ყველა დამნაშავე კ ა ნ ო ნ ი ე რ ა დ უნდა გასამართლებულიყო, სიტყვიერად მაინც, ხოლო ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია და „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მხოლოდ, იდეოლოგიური მომხრეობა აკავშირებდა, მათ და დანარჩენ საქართველოს შორის უნდა შემდგარიყო საყოველთაო შერიგების აქტი. აი, ეს იქნებოდა ნამდვილი კოაბიტაცია – იგივე თანაცხოვრება და არა კოაბიტაცია სამშობლოს გამყიდველებთან, კაცისმკვლელებთან, გამაუპატიურებლებთან და მწამაბლებთან! როცა ოფიციალურად აეხდებოდა ფარდა მკვლელი სააკაშვილის და მისი ბანდის მიერ ჩადენილ უამრავ სისასტიკეს, თავგადაკლულ მიშისტსაც კი შერცხვებოდა მისი მომხრეობის გამჟღავნება, როგორც ეს მოხდა ნაცისტური გერმანიის შემდეგ და ვერც ე.წ. საერთაშორისო პარტნიორები ამოიღებდნენ ხმას. ამის ნახევარიც რომ მომხდარიყო, დღეს ბედნიერად თუ არა, ამაზე უკეთესად ვიცხოვრებდით.

ეს ყველაფერი უკვე ძალიან დაგვიანებული მეგონა, მაგრამ ახლა იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა. არამზადა სააკაშვილმა აგოს პასუხი ყველა ჩადენილ დანაშაულზე, მათ შორის, გურამ შარაძის მკვლელობაზე და მერე უნდა კენჭი იყაროს და უნდა სარი! კიდევ თუ ვინმე აირჩევეს, ალალი იყოს! მაგრამ ეს არასდროს მოხდება.

ახლა მთავარი – არავინ გაბედოს მისი ციხიდან ვადაზე ადრე გამოშვებაზე ფიქრიც კი! თუმცა, ლოგიკურად, არც ეს მოხდება, რადგან პირველს, ვისაც ეს მგელი შეჭამს, „ოცნება“ იქნება. იმედი მაქვს, იზრუნებენ საკუთარ თავზე.

ესაა ჩემი პირველი განწყობა ამ გახურებულ თავზე.”

თეგები: რუსუდან შარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved