• რეკლამა
  • კონტაქტი
13:55, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ბათუმში „თეგეტა აკადემიაში“ სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის ტრენინგი დაიწყო

ალია ავტორი - ალია
15:27 09-29-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

დასავლეთ საქართველოში თეგეტას დასაქმების პროგრამის პირველი ეტაპი სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკის სასწავლო კურსით დაიწყო.

სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტს. ტრენინგის მონაწილეებს სწავლებას კომპანია სრულად უფინანსებს.

სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული მსმენელები „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ფილიალებში დასაქმდებიან სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე. ტრენინგის მსმენელები ბათუმის გარდა ფოთიდან და ქუთაისიდან შეირჩნენ. ბათუმში მათი ცხოვრების ხარჯებსაც თეგეტა ფარავს.

პირველ სატრენინგო დღეს მომავალ თანამშრომლებს „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ გუნდის წევრებმა უმასპინძლეს. მისალმებისა და გაცნობის შემდეგ საინფორმაციო ტური მოუწყეს და სატვირთო და სპეცტექნიკის შოურუმი დაათვალიერებინეს.

„უკვე რამდენიმე წელია ჩვენმა ჰოლდინგმა მიზნად დაისახა ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ქვეყნის მასშტაბით. თეგეტა აკადემიის ტრენინგების საშუალებით თბილისში წარმატებით მომზადდა ასობით ახალი კადრი საავტომობილო სფეროსთვის. ამჯერად დასავლეთ საქართველოს ფილიალებისთვის ტრენინგები ბათუმის აკადემიაში იწყება. სწავლის დასრულების შემდეგ, აკადემიელები სტაჟირებაზე „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ბათუმის, ქუთაისის და ფოთის სერვისცენტრებში გადანაწილდებიან.

განსაკუთრებით გვახარებს დაინტერესება ქალების მხრიდან. ამ ეტაპზე, ჩვენს გუნდს რეგიონებში 5 ქალი შეემატება“ – მარიამ ჩოხელი, “თეგეტა მოტორსის“ სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების HR ბიზნეს პარტნიორი.

—

ავტორიზებული კოლეჯი „თეგეტა აკადემია“ 2018 წელს დაფუძნდა. მისი მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ახალი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა ავტო მომსახურების სფეროსთვის. თეგეტა აკადემიის ტრენინგ-კურსებს უძღვებიან ადგილობრივი და მოწვეული უცხოელი ტრენერები, ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები „ბოშის“, „მოტულის“, „პორშეს“, „ტოიოტას“ და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდებიდან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved