• რეკლამა
  • კონტაქტი
01:33, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრანსგენდერი ქალის ცემის საქმეზე დაკავებულია ენმ-ის მაჟორიტარი კანდიდატის შვილი – დეტალები

ალია ავტორი - ალია
01:36 09-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები თითქმის სამი საათის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ბიძინაშვილის ვაჟს, ლუკა ბიძინაშვილს.

საბოლოოდ, მაჟორიტარმა კანდიდატმა გაარკვია, რომ მისი შვილი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს გამოკითხვაზე. ლუკა ბიძინაშვილის ოჯახის წევრები გორიდან თბილისში გაემგზავრნენ.

როგორც ლევან ბიძინაშვილი ჰყვებოდა, მერეთის თემში შემავალ სოფელ კარბის ცენტრში „შკოდის” მარკის ავტომანქანა გაჩერდა და ლუკა ბიძინაშვილი იკითხეს, ვინაობის გარკვევის შემდეგ ის მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ლევან ბიძინაშვილი აცხადებდა, რომ „შკოდის” მარკის ავტომანქანით პოლიციელები იყვნენ, თუმცა ისინი ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლები არ ყოფილან.

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ბასიშვილი აცხადებდა, რომ მათი კანდიდატის შვილის გატაცება, პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

რამდენიმე წუთის წინ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის თანახმად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი -ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული ლუკა ბიძინაშვილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებული თბილისში, შელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო – რადიო თავისუფლება

თეგები: ენმ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved