• რეკლამა
  • კონტაქტი
02:43, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე YTONG-ის ქარხნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ალია ავტორი - ალია
16:48 09-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

თბილისის მერი კახა კალაძე გერმანული ბრენდის, YTONG-ის მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის ქარხნის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა დედაქალაქში განხორციელებული პროექტებისთვის.

„რეგიონში პირველი საწარმო შეიქმნა, რომელიც მაღალი ხარისხის სამშენებლო პროდუქციას გამოუშვებს. აქ მთავარია ის, რომ მასალები, რომლითაც ეს პროდუქცია მზადდება, საქართველოში არის მოპოვებული. ძალიან მალე ამ პროდუქციით ჩანაცვლდება იმპორტი და საწარმოს ექნება შესაძლებლობა, რომ მომავალში აღნიშნული პროდუქცია ექსპორტზეც გაიტანოს. ყოველთვის მივესალმები ასეთი პროექტების განხორციელებას ჩვენს ქალაქში“,  – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტში 55 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და 200-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. YTONG-ის ქარხანა წელიწადში 30 მილიონი ლარის პროდუქციას აწარმოებს.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით YTONG-ის 100-ზე მეტი ქარხანა ფუნქციონირებს. ბრენდის პროდუქციას შორის გამოარჩევენ სამშენებლო ბლოკს, რომელსაც სტანდარტულ სამშენებლო ბლოკთან შედარებით, 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა აქვს. გარდა ამისა, ქარხნის მფლობელების განცხადებით, YTONG-ის ბლოკი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შედგება, გამძლეა და არსებითად ზოგავს კომუნალურ გადასახადებს.

YTONG-ის ქარხანა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში გაიხსნა თბილისში, ლილოს დასახლებაში. YTONG-ის ქარხნის პროექტის განხორციელება „არქიმ“ 2015 წელს დაიწყო გერმანელ პარტნიორ „ქსელა ჯგუფთან“, „საპარტნიორო ფონდთან“ და „თიბისი“ ბანკთან ერთად. 2019 წელს კი, პროექტის პარტნიორებს „ბიქეი კონსთრაქშენი“ შეუერთდა.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved