• რეკლამა
  • კონტაქტი
04:44, პარასკევი, 1 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლო ლიტვინენკოს მკვლელობაში რუსეთს ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
13:47 09-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
91

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტში პირდაპირ წერია, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის პოლონიუმით მოწამვლაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. სასამართლომ რუსეთის მთავრობას ლიტვინენკოს ქვრივისთვის კომპენსაციის სახით 100 000 ევროს გადახდაც დაავალა.

შეგახსენებთ, რომ  „ეფესბეს“ ყოფილი ოფიცერი ალექსანდრ ლიტვინენკო ლონდონში 2006 წელს მოკლეს. მან რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლული ჩაი დალია ლონდონის ერთ-ერთ  სასტუმროში და რამდენიმე კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრიტანულმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ მკვლელობა „სავარაუდოდ, ნებადართული იყო“ თავად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ. ბრიტანელი მოსამართლის, რობერტ ოუენის დასკვნის თანახმად, „დიდი ალბათობით“, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დავალებით, ლიტვინენკო რუსეთის მოქალაქეებმა დმიტრი კოვტუნმა და ანდრეი ლუგოვოიმ მოკლეს.

1999 წლიდან მოყოლებული, პუტინის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ დაუსრულებელ სიად გადაიქცა. ლიტვინენკო რუსეთის პრეზიდენტის არც პირველი და სამწუხაროდ არც უკანასკნელი მსხვერპლია. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც პუტინის დაცვის ყოფილი წევრი, რომან ცეპოვი 2004 წელს  „ეფესბეს“ ერთ-ერთ შენობაში ჩაის დალევის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმებმა ივარაუდეს, რომ ეს მოწამვლა იყო, თუმცა საქმე დღემდე ბურუსით არის მოცული. შემდეგ, ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის აქტიური კრიტიკით გამოირჩეოდა, 2006 წელს მოსკოვის ცენტრში, თავის სადარბაზოში, ლიფტში იპოვეს გარდაცვლილი. ცხედართან ერთად პოლიციამ მაკაროვის ტიპის იარაღი აღმოაჩინა. გავრცელებული ვერსიით, პოლიტკოვსკაია დაკვეთით მოკლეს. დამკვეთის ვინაობა დღემდე არ დაუდგენიათ.

2015 წელს მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს. მას ტყვია ზურგში რამდენჯერმე ესროლეს. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ნემცოვი sobesednik.ru-სთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ პუტინს შესაძლებელია ის თავიდან მოეშორებინა. ორჯერ სცადეს ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა-მურზას მოწამვლა. პირველად  2015 წელს, მეორედ კი, 2017 წელს. საწამლავის სახეობის დადგენა ამ შემთხვევაშიც ვერ მოხერხდა, თუმცა ექიმებმა პაციენტის სისხლში ძლიერი მეტალების მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს.

2018 წლის 4 მარტს სოლსბერიში ნერვული აგენტით „ნოვიჩოკი“ რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია მოწამლეს. დიდმა ბრიტანეთმა კრემლი მკვლელობის მცდელობაში ღიად დაადანაშაულა და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად 150-მდე რუსი დიპლომატი გააძევა.  თავდასხმის შემსრულებლებად რუსი ჯაშუშები ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბაშიროვი მიიჩნევიან. საინტერესოა, რომ გერმანიის გენერალური პროკურატურის აზრით, 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის უკანაც რუსული სპეცსამსახურები დგანან. უფრო მეტიც, საქმეში პეტროვის და ბაშიროვის გვარებმაც გაიჟღერა.

2018 წლის 11 სექტემბერს ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის სიმპტომებით მოსკოვის საავადმყოფოში პანკჯგუფ Pussy Riot-ის აქტივისტი,  პიოტრ ვერზილოვი გადაიყვანეს. ვერზილოვს და სტატიაში ჩამოთვლილ ადამიანებსაც ერთი რამ აერთიანებთ, თითოეული პუტინის კრიტიკით იყო დაკავებული.  ვერზილოვმა მკურნალობა გერმანიაში გაააგრძელა.  ექიმების თანახმად, ის მოწამლეს, თუმცა კონკრეტული ნივთიერება ვერ დაადგინეს. მსხვერპლის მეუღლის აზრით, ვერზილოვის მოწამვლა სავარაუდოდ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში  ჟურნალისტების მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდა, რომლებიც კრემლთან დაკავშირებული კერძო სამხედრო კომპანია  „ვაგნერის“ საქმიანობას იძიებდნენ. ჟურნალისტების მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად ვერზილოვი აფრიკაში გამგზავრებას გეგმავდა. პუტინის პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობების კიდევ ერთი მსხვერპლი ალექსეი ნავალნია, რომელიც მოწამლეს. ნავალნი სიკვდილს გადაურჩა, თუმცა ახლა კრემლის რეჟიმის უკანონო ტყვეა. 

პუტინის რეჟიმი ბინძური და არასამართლიანი მეთოდებით უსწორდება რეჟიმის კრიტიკის ნებისმიერ ავტორს. ოფიციალური მოსკოვი სხვა ქვეყნების ტერიტორიებზეც უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და  მსოფლიოს თითოეული მოქალაქისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.

გიორგი მაისურაძე

თეგები: რუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved