• რეკლამა
  • კონტაქტი
16:10, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წინა პრემიერი მისმენდა და მიჯერებდა და ახალი პრემიერი, როგორც ჩანს, თვლის, რომ მან უკეთ იცის, ახალი ხედვა აქვს ახალ პრემიერს…” – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
21:20 09-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე:

– თქვენ საუბრობთ გრძელ კოვიდზე და ამბობთ, რომ ახლა გრძელი კოვიდის აფეთქებაც გვაქვს ქვეყანაში – როგორ ავირიდოთ ეს თავიდან? პრევენციისთვის რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

– გრძელი კოვიდი თუ არ გინდათ დაგემართოთ, აიცერით, გაიკეთეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია, დაიცავით პირადი ჰიგიენა, ყველაფერი გააკეთეთ, რომ არ დაგემართოთ კოვიდი. რაც მეტი დრო გადის, მით მეტი მონაცემი გვაქვს და ახლა უკვე აღარაა სადაო ის ფაქტი, რომ გრძელი კოვიდი ძალიან საშიშია. თავდაპირველად ამაზე რომ დავიწყე საუბარი, ჯერ კიდევ წელიწადის და ცოტა მეტის წინ, რას ამბობსო, გამლანძღეს, დამესივნენ და ახლა იგივე ხალხი წერს გრძელ კოვიდზე. სამწუხაროდ, უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ ზოგჯერ 6 თვის მერეც კი ადამიანს ეწყება თავის ტვინის, გულ-სისხლძარღვების, ნაწლავების, თირკმელების, ღვიძლის, მენტალობის, ან ნერვული სახის პრობლემები. ახლა ჩვენ გვაქვს ორი აფეთქება ერთდროულად, ერთი ვირუსის მეოთხე ტალღა და მეორე გრძელი კოვიდის აფეთქება! ზოგმა ერთხელ მოიხადა ვირუსი, ზოგმა ორჯერ, ზოგმა არც იცის ისე გადაიტანა, ამ ადამიანების ავადობიდან 6 თვე უკვე გავიდა, ზოგის ავადობიდან მეტი, მიიხედ-მოიხედეთ თქვენ ირგვლივ, რამდენ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები? შემაშფოთებელი ცნობები მომდის საქართველოდან. სამწუხაროდ, ვერც ციფრებს ვენდობი ბოლომდე, იმედი მაქვს, რომ არჩევნების მერე, მეტნაკლებად მართალი ციფრები დაიდება, წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი რაღაცები აკეთეს, კოვიდ სტატისტიკას როგორ ვენდო? არ მაქვს მტკიცებულება, რომ ციფრები არ არის ზუსტი, მაგრამ მათი ქმედებები ამ ეჭვს მიჩენს.

– ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ როცა ავიცრებით, კოვიდი თუ შეგხვდება, სუსტად გადავიტანთ. გვეუბნებოდნენ იმასაც, რომ ვინც სუსტად გადაიტანდა კოვიდს, მას გრძელი კოვიდი დიდი ალბათობით, არ ექნებოდა, ახლა ეს მიდგომაც შეიცვალა?

– მე არ ვიცი, ვინ გეუბნებოდათ, მე არასოდეს მითქვამს მსგავსი. მე ველოდებოდი კვლევების შედეგს. ისევე, როგორც ველოდებოდი, ვაქცინების კვლევის შედეგებს და სანამ არ დავრწმუნდი ფაიზერის სანდოობაში, მანამდე მოწოდება არ გამიკეთებია. ვიძახი, რომ წყალი იყო ჩინური ვაქცინა, მაგრამ ვინ მომისმინა. ვამბობდი, რომ არ ვიყავი ასტრაზენეკათი აცრის მომხრე, მიანიჭა ამერიკის წამლის სააგენტომ ასტრაზენეკას რეგისტრაცია? რაც შეეხება გრძელ კოვიდს, ალბათობა იმისა, რომ ადამიანს, რომელმაც სუსტი ფორმებით გადაიტანა კოვიდი, დაემართოს გრძელი კოვიდი, შედარებით დაბალია, იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც მძიმე ფორმებით გადაიტანეს, თუმცა, მათაც ემართებათ, სამწუხაროდ.

– რა არის გამოსავალი?

– ამჯერად, ვაქცინა, პირბადე, დისტანცია, პირადი ჰიგიენა. სიმართლე გითხრათ, წინა პრემიერი მიჯერებდა, მისმენდა რასაც ვამბობდი და მიჯერებდა და ახალი პრემიერი, როგორც ჩანს, თვლის, რომ მან უკეთ იცის,  ახალი ხედვა აქვს ახალ პრემიერს, ალბათ, რა გითხრათ, მე არ ვარ პოლიტიკოსი. თორემ, რომ მოესმინა, არჩენებიც გადადებული უნდა ყოფილიყო და კოვიდ პასპორტების ელექტრონული ბაზაც უკვე დანერგილი, მაგრამ ვინ არის ამის გამკეთებელი ახლა საქართველოში? ახლა რომ მწვანე ბარათები შემოიღონ, ამ წინასაარჩევნოდ, დაესევა ხალხი, ამიტომ ვამბობ, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით იმართება ქვეყანაში პანდემია-მეთქი. მე არც ბიზნესინტერესები მაქვს, არც რამე სხვა ტიპის ინტერესი, ვუყურებ ახლა და ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც სიმართლის თქმა შეუძლია, არც პოლიტიკაშია და არც ტელევარსკვლავია. ერთი ახალგაზრდა ექიმი იყო დარჩენილი და ისიც ტელევიზიაში წაიყვანეს, ვინღა დარჩა კიდევ დამოუკიდებელი?

თეგები: გიორგი ფხაკაძეირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved