• რეკლამა
  • კონტაქტი
01:06, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, დედაქალაქში 10 მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება

ალია ავტორი - ალია
20:44 09-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით,   10 მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა  და 300 გარე გამოყენების სავარჯიშო სივრცის მოწყობაა დაგეგმილი,- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის  საარჩევნო პროგრამის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციაზე აღინიშნა.  

როგორც მერობის კანდიდატმა განმარტა,  სპორტის განვითარების ხელშეწყობა  მისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მისი გუნდი  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით შემდეგი წლების განმავლობაში  კიდევ არაერთი პროგრამის განხორციელებასა თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.

 „ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე და მიმაჩნია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ყველა თაობის ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. სპორტის მიმართულებით შექმნილი ეს პროგრამები კიდევ ერთი მექანიზმია იმისა, რომ სპორტით უფრო მეტი ადამიანი, მეტი ახალგაზრდა,  დავაინტერესოთ. 60 წლის და 60 წლის ზემოთ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა კონკრეტულ საათებში სრულიად  უფასოდ ისარგებლონ მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებში არსებული სპორტული სავარჯიშო  ინფრასტრუქტურით – აუზებით, სატრენაჟორო დარბაზებით. დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ პროგრამას ბევრი მომხმარებელი ეყოლება“, – განაცხადა კახა კალაძე,

პრეზენტაციაზე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ   სპორტის  მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაწვრილებით ისაუბრა.

მერის მოადგილის თქმით,   სპორტის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამების მიზანს საზოგადოების და, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავების  მაქსიმალური ხელშეწყობა წარმოადგენს.

„ყველამ ვიცით, თუ რამდენად პრიორიტეტულია სპორტის მიმართულება  ჩვენთვის. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ სპორტში და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკავდეს ცხოვრების ჯანსაღი წესით. სწორედ ამ მიმართულებით  არის ეს პროგრამები მიმართული. ჩვენ დავაორგანიზებთ  სასკოლო და საუნივერსიტეტო ლიგებს და ამ პროექტებში  ქალაქში არსებული  300-მდე სკოლა და 40-მდე უმაღლესი სასწავლებელი  ჩაერთვება.

მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ასევე,  ახალგაზრდების რეაბილიტაცია. ჩვენთან ბევრი ახალგაზრდა ვარჯიშობს, მნიშვნელოვანია მათი სწორად განვითარება  და ამისთვის ჩვენ შევქმენით  პროგრამა, რომლის მიზანი  ამ ახალგაზრდების სრულფასოვანი პროფილაქტიკური  და სამედიცინო  გამოკვლევაა“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მერის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა, ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მნიშვნელობაზე  და აღნიშნა, რომ  ამ მიმართულებით თბილისში არაერთი მასშტაბური პროექტი  განხორციელდება.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved