• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე – თბილისი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჰარმონიული შერწყმის ადგილია – ქალაქი, სადაც ევროპული არსი აზიური ორნამენტებით არის გამოხატული

ალია ავტორი - ალია
18:56 09-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ძირითადი პროგრამები გააცნო.

როგორც მან პრეზენტაციაზე აღნიშნა, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, ქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა, გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება.

„საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, თუმცა, ეს ყველაფერი შესრულებადი და გაკეთებადია. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა შეასრულოს ეს კონკრეტული დაპირებები. ამის თქმის უფლებას განვლილი ოთხი წელი მაძლევს. მართლაც უმნიშვნელოვანესი და კარგი საქმეები ვაკეთეთ ჩვენი ქალაქისთვის. ცხადია, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები და პრობლემები, მაგრამ შეგვწევს ძალა, რომ ამ პრობლემებს ღირსეულად ვუპასუხოთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, ურბანული პოლიტიკის მიმართულებით, მომდევნო წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდება, რომელთა შორის, ინფრასტრუქტურის განვითარება, ძველი თბილისის განახლება და ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება შედის; სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, განახლდა ავტობუსების პარკი, თუმცა, ქალაქში, დამატებით, 380 ავტობუსი შემოვა, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე კომფორტული იყოს; გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში, ქალაქში შემოდის საპარკე კულტურა, ჩნდება უამრავი რეკრეაციული სივრცე და მწვანე ზონები.

„მომდევნო წლების განმავლობაში, 15 ახალი საქალაქთაშორისო პარკი გაშენდება და 1 000-ზე მეტი სკვერის კეთილმოწყობა მოხდება. ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ სოციალურ და ჯანდაცვის პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენს ბიუჯეტში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ მიმართულებით, ყოველწლიურად, ბიუჯეტის 30% დაიხარჯება იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც უჭირს და ჩვენი თანადგომა სჭირდება, სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის გვერდით დგომა იგრძნოს. რა თქმა უნდა, როგორც ამ ქალაქის მერი, ვისურვებდი, რომ ქვეყანაში, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი არსებობდეს, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება გარკვეული დრო, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერთად დგომით“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. 

გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„მართლაც კარგი პროექტები განვახორციელეთ ამ მიმართულებით, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. მომდევნო წლები კიდევ უფრო საინტერესო იქნება, კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, იმისთვის, რომ ეს დარგი და მიმართულებები, გაჯანსაღდეს. ჩვენს მრავალფეროვან და დიდი ისტორიის მქონე ქალაქს ყველასგან გამორჩეული, თვითმყოფადი კულტურული ტრადიციები აქვს. თბილისი არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჰარმონიული შერწყმის ადგილი – ქალაქი, სადაც ევროპული არსი აზიური ორნამენტებით არის გამოხატული. ამიტომ, კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ის ინსტიტუციურ დონეზე იქნება მხარდაჭერილი. ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტები, რომლის განხორციელებასაც მომდევნო წლებში ვაპირებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებს, ასევე, ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ქალაქისა და ქვეყნისთვის აკეთებენ.

„თქვენი როლი დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან დასაფასებელია. თქვენ, ყველას გიყურებენ ჩვენი შვილები, მომავალი თაობები. ამიტომ, თქვენი ჩართულობა ყველა ამ პროექტში, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ყველას პირველ რიგში, ჯანმრთელობა და წარმატებები გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ და გაიმარჯვებს ჩვენი დედაქალაქი, იმიტომ, რომ იმ განვითარებასა და აღმშენებლობას, რაც დავიწყეთ, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved