• რეკლამა
  • კონტაქტი
01:27, სამშაბათი, 14 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოლიციელს ჯერ დანით ემუქრებოდა, მერე დანა დადო და სკამი ჩაარტყა მხარში და ბარძაყში”

ალია ავტორი - ალია
18:49 01-16-2020
- ახალი ამბები, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

პროკურატურა კიდევ ერთი საქმის “გახსნას” გვაცნობებს და 9 თვის მერე დეტალებს გვიმხელს:

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც, პროკურორის მტკიცებით, პოლიციელებს სკამით სცემა. ამის შესახებ გორის პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ბალიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქესა და სამართალდამცველებს შორის, ჩხუბი იმ დროს მოხდა, როდესაც შს სამმართველოს ხურვალეთის განყოფილების თანამშრომლები ჯ.ჯ-სთან დაკავების მიზნით მივიდნენ. ჯ.ჯ-ს სახლში პოლიციელები მაშინ მივიდნენ, როდესაც ხურვალეთში ქურდობა მოხდა.

,,ბრალდებულმა ჯ.ჯ-მ 2019 წლის 9 აპრილს ერთ-ერთ ბინაში უკანონოდ შეღწევის შედეგად განახორციელა ბინიდან ნივთების გამოტანა, რომლის საერთო ღირებულებამაც 150 ლარს გადააჭარბა. საგამოძიებო პროცესის ჩატარების შემდეგ პოლიციამ 25 აპრილს დააკავა ჯ.ჯ.. ბრალდებული დაკავებისას გახდა აგრესიული, პოლიციის თანამშრომლებს დანით ემუქრებოდა, შემდეგ მან აიღო რკინის კონსტრუქციის სკამი, რითაც პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.“-აღნიშნა საქმის პროკურორმა თორნიკე ბალიაშვილმა.

ექსპერტიზის დასკვნით, პოლიციის თანამშრომელს რკინის სკამის ფეხი ბარძაყში და მხარში მოხვდა და დაზიანება მიიღო.

საგამოძებო უწყება მოქალაქე ჯ.ჯ.-ს ორი მუხლით ედევება – ესენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილი (ქურდობა) და 353-ე პრიმა მუხლი (პოლიციის მიმართ წინააღმდგეგობის გაწევა).

ქართლი.ჯი

პროკურატურა არ წერს, მას შემდეგ, რაც დანა დადო ბრალდებულმა, როგორ ვერ დააკავეს ის პოლიციელებმა, ან მხარში რომ ჩაარტყა პოლიციელს სკამი, მერე ბარძაყშიც როგორ მოუქნია მეორედ, – ამიტომ, შეგვიძლია ფანტაზიას მივმართოთ!

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved