• რეკლამა
  • კონტაქტი
14:46, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იგეგმება 4 მუზეუმის, 6 სახელოვნებო სკოლისა და 8 ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია

ალია ავტორი - ალია
13:51 09-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

თბილისის მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატის კახა კალაძის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 4 მუზეუმს,  6 სახელოვნებო სკოლას და  8 ბიბლიოთეკას. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ დღეს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა ის მუზეუმი, რომელიც ქალაქს გააჩნია, რეაბილიტირებული იყოს. გამოვყოფდი მერაბ კოსტავას მუზეუმს. სამწუხაროდ, ამ სივრცის დიდი ნაწილი, წლებია, კერძო საკუთრებაში იყო, თუმცა ჩვენ  ის გამოვისყიდეთ, უკვე პროექტირებას ვასრულებთ და მომავალ წელს  ჩვენს ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას ღირსეული მუზეუმი ექნება დედაქალაქში. გარდა ამისა, გავაგრძელებთ სახელოვნებო სკოლების და ბიბლიოთეკების რეაბილიტაციას. რამდენიმე დღის წინ გავხსენით ძალიან კარგი რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა ჭავჭავაძის გამზირზე. ასევე, დავასრულეთ ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია ლილოს დასახლებაში და ამ პროექტს მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, ქალაქში ყველა ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია განვახორციელოთ“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება თეატრებისა და მუზეუმების მიმართულება, კერძოდ,  რეაბილიტირდება და განახლდება ახმეტელის თეატრი; მის ბაზაზე დაარსდება ინკლუზიური თეატრი, რომელიც რეგიონისთვის უნიკალური იქნება; დაიწყება ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრის მშენებლობა; გამოიყოფა სივრცე თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმისათვის; ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში აღდგება პირველი ქართული სანოტო სტამბა.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა
ახალი ამბები

წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა

13:44 09-11-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved