• რეკლამა
  • კონტაქტი
22:20, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აცრა სავალდებულო უნდა გახდეს ზოგიერთი კატეგორიის ადამიანებისათვის – სხვა გამოსავალი არა ჩანს” – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
16:14 09-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

“ენმ”-ის წევრი, რომან გოცირიძე:

“ვაქცინაციის ტემპმა მკვეთრად იკლო, განსაკუთრებით პირველადი აცრების რაოდენობამ. ეს ისევ თავმოუბმელობის შედეგია. როცა დღეში 2 ათასი აცრა კეთდებოდა, მოვუწოდებდით მთავრობას, რომ გაეფართოვებინა აცრის პუნქტები და გამოეყენებინა მობილური ჯგუფები. დიდი დაგვიანებით ეს გაკეთდა და დღიური აცრების ოდენობამ 25 ათასს მიაღწია. ახლა თითქმის განახევრდა.

სხვა გამოსავალი არა ჩანს-აცრა სავალდებულო უნდა გახდეს ზოგიერთი კატეგორიის ადამიანებისათვის.

საფრანგეთში ექიმების აცრა სავალდებულო გახდა. რამდენიმე დღის წინ 3 ათასი სამედიცინო მუშაკი დაითხოვეს სამსახურიდან აუცრელიბის გამო.

ეს არაა ადამიანის პირადი თავისუფლების შეზღუდვა ან დისკრიმინაცია. მისი უფლებაა აიცრება თუ არა, ისევე როგორც დამსაქმებლის უფლებაა ( ვალდებულებაც) დაიცვას მისი თანამშრომლებისა და პაციენტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

როდესაც 8 ათასი ადამიანი მოკვდა ამ პატარა ქვეყანაში და იმუნიზაციის არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში კიდევ ბევრი მოკვდება, ადმინისტრაციული შეზღუდვების საწინააღმდეგო რაღაც ყურით მოთრეული არგუმენტები არის არაჰუმანური და დემაგოგიური.

სიცოცხლის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური და აბსოლუტური უფლებაა.

სიცოცხლის უფლება ერთი მხრივ სახელმწიფოს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას უკრძალავს (ნეგატიური ვალდებულება), მეორე მხრივ მისი სიცოცხლის აქტიურად დაცვას ავალდებულებს (პოზიტიური ვალდებულება).

კარგი მმართველობის პირობებში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა შესაძლებელია ნაკლები შეზღუდვებით და მკაცრი ადმინისტრაციული ზომების გამოყენების გარეშე. ჩვენი ხელისუფლება კარგი მმართველობის ნუმუში რომ არ არის, ეს უკვე ყველამ იცის. როცა სხვა გამოსავალი არ არის, მსგავსი მეთოდების გამოყენება აუცილებელია.”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved