• რეკლამა
  • კონტაქტი
23:03, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამის ჩამდენებს არაფერი უნდა ეპატიოს” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:47 09-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ენმ-ის ლიდერი, რომან გოცირიძე:

“ნორმალურ სახელმწიფოში, არა თუ ამ მასშტაბის მოსმენების, არამედ მისი მეასედის განხორციელების შემთხვევაშიც კი მთელი მთავრობა გადამდგარი იქნებოდა, დამნაშავეები კი დაპატიმრებულები . აქ ვინ უნდა გააკეთოს ეს? პროკურატურა, პოლიცია, სასამართლოები, სუსი, თავად არიან მონაწილეები დანაშაულებში. პარლამენტი და პრეზიდენტი ფიქციაა.

საქართველოში არსებული მმართველობის სპეციფიური, 21-ე საუკუნეში იშვიათი და სამარცხვინო ფორმა-ერთი ფულიანი კაცის ტოტალური კონტროლი ყველაფერზე, რომელსაც ჰყავს ჯიბის პრეზიდენტი და ჯიბის პარლამენტი, არის ყველაფრის თავი და თავი. არასდროს, ამ მმართველობის პირობებში, საქართველოს არ ეღირსება წინსვლა და განწირულია სიღატაკისათვის.

ხელისუფლებებს საარჩევნო დემოკრატიებში ცვლის ოპოზიცია. აქაც ასე მოხდება. შეიძლება ოპოზიცია თავისი ხარისხით, სიჭრელით (აქ, მინუს ნიშნით) ან პერსონალური შემადგენლობით ბევრისთვის არ იყოს მოსაწონი, მაგრამ იმას, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ყველაფერი სჯობია. ოპოზიციაც ნელ-ნელა ისწავლის არაერთპარტიულ და არაერთპიროვნულ მართვას, რაც დამახასიათებელია ევროპული დემოკრატიებისათვის.

საქართველო თავისი არსებობის განმავლობაში ერთპიროვნულად იმართებოდა. ჩვენი ისტორია მეფეთა ისტორიით არის წარმოდგენილი და არა ხალხის ისტორიით. ორასწლიანი რუსულ-საბჭოური მმართველობის დროსაც მეფისნაცვლები და კომუნისტი “მეფისნაცვლები”-“ცეკას მდივნები” განაგებდნენ ქვეყანას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ოცდაათი წელია ერთი პარტიის აშკარა დომინირების ქვეშ იმართება ქვეყანა. ასე ვერ გაგრძელდება. ევროპული ქვეყანა ვართ და ევროპული წესებით მოგვიწევს ცხოვრება. ძალიან ძნელია კოალიციური მმართველობა და ძალიან ადვილი-ერთპიროვნული. ჩვენთვის განსაკუთრებით. პირველი უცხო ხილია, მეორე ტრადიციული წესი.

კოალიციური მმართველობის პირობებში მსგავსი მასშტაბის მოსმენების შემკვეთებიც და შემსრულებლებიც პასუხისგებაში იქნებოდა მიცემული.

 ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამის ჩამდენებს არაფერი უნდა ეპატიოს.”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved