• რეკლამა
  • კონტაქტი
19:43, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქარხანა ისლანდიაში, რომელიც ატმოსფეროდან ნახშირორჟანგს ტუმბავს და მინერალებად აქცევს

ალია ავტორი - ალია
10:26 09-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ისლანდიაში, რეიკიავიკიდან 30 კილომეტრში ჰაერის ნახშირორჟანგისგან გაწმენდის მსოფლიოში უმსხვილესი ქარხანა ამუშავდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქარხანა სახელწოდებით Orca შვეიცარიულმა კომპანიამ Climeworks და ისლანდიურმა პროექტმა Carbfix შექმნეს, რომელთა სპეციალიზაციაც CO₂-ის მოპოვება და შენახვაა. სპეციალური მოწყობილობები ნახშირორჟანგს პირდაპირ ატმოსფეროდან იღებენ, შემდეგ კი სხვადასხვა მეთოდით ამუშავებენ მას და ინახავენ, მაგალითად, სინთეთიკური საწვავისთვის.

ჰაერი კოლექტორებში ვენტილატორების გავლით ხვდება, შემდეგ კი მისგან CO₂ გამოიყოფა. კოლექტორები მას წყალთან აზავებენ და მის უტილიზაციას მინერალიზაციის ტექნოლოგიით ახორციელებენ, რომელიც Carbfix-მა ჯერ კიდევ 2012 წელს გამოსცადა. მაშინ მეცნიერებმა მიწისქვეშ, 500 მეტრის სიღრმეზე, ბაზალტის ქანში CO₂-ის 175 ტონა მოათავსეს. ორი წლის შემდეგ CO₂-ს 95% კარბონატულ მინერალებად გადაიქცა.

Orca კი ყოველდღიურად ატმოსფეროდან 4 ათას ტონა CO₂-ს ამოტუმბავს.

თუმცა, კლიმატის ცვლილების პრობლემის გადასაჭრელად ეს საკმარისი არ არის. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, შარშან ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის გლობალურმა მოცულობამ 31,5 მილიარდი ტონა შეადგინა.

DAC-ტექნოლოგია ძალიან ძვირადღირებულია – Orca-ს მშენებლობა 10-15 მილიონი დოლარი დაჯდა, მისი მუშაობისთვის უზარმაზარი რაოდენობით სუფთა წყალია საჭირო. ამასთან, ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ მსხვილი კომპანიები საწარმოების მოდერნიზაციის ნაცვლად სწორედ ამ ტექნოლოგიას მიმართავენ და ამით უფრო ეკოლოგიურ მეთოდებზე უარს იტყვიან.

აგვისტოში აშშ-ში DAC-ტექნოლოგიის განვითარებაში 8,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

თეგები: ისლანდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved