• რეკლამა
  • კონტაქტი
23:16, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიბერთი ბანკის ახალი გუნდი და სტრატეგია

ალია ავტორი - ალია
14:53 09-11-2021
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა საზოგადოებას ბანკის ახალი გუნდი და განვითარების სტრატეგია წარუდგინა.

ლიბერთი, რომელსაც საქართველოში ყველაზე ფართო საბანკო ქსელი გააჩნია და წლების მანძილზე ემსახურება უფროსი თაობის მომხმარებლებს, აცხადებს, რომ ბანკი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და მისი ახალი სტრატეგიული მიზანია, გახდეს უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი, ყველა ასაკისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლისთვის.

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ – სტრატეგია, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად დღეს ბანკის მენეჯმენტის ახალმა გუნდმა წარუდგინა საზოგადოებას, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებისგან შედგება: მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების შექმნა; უმაღლესი დონის მომსახურების დანერგვა; ახალი სეგმენტებისთვის საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის, აგრო ბიზნესის განვითარების შეთავაზება; ბანკის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ძლიერი, მდგრადი და ღია კორპორატიული კულტურის დანერგვას. ლიბერთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) წარმოადგენს. ამ მიმართულებით, ვასილ ხოდელმა დააანონსა ახალი პლატფორმა, რომლის ფარგლებში შეიქმნება CSR-ის სამეთვალყურეო საბჭო, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან თანამშრომლობით, ბანკის მენეჯმენტის ჩართულობით. ლიბერთი უახლოეს მომავალში საზოგადოებას გააცნობს სოციალური პასუხისმგებლობის ახალ პლატფორმას, წარუდგენს მის მმართველ საბჭოს და იმ პრიორიტეტებს, რომლითაც გეგმავს განახორციელოს და მხარი დაუჭიროს გრძელვადიანი და მდგრადი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამებს.

„დღეს, ლიბერთის ახალ გუნდთან ერთად წარვადგინეთ კომპანიის ახალი ხედვა და სტრატეგია. მარტივი, გასაგები, ხელმისაწვდომი, გულისხმიერი და მზრუნველი – ეს არის ჩვენი – ლიბერთის გუნდის თითოეული წევრის ღირებულებები. სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნებული მომსახურება გვინდა შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს. ლიბერთი არის ქვეყანაში ერთ-ერთი სისტემური ბანკი და მსხვილი დამსაქმებელი კომპანია. ჩვენი გეგმებისა და დასახული მიზნების უკან სწორედ ის 5 000-მდე ადამიანი დგას, ვინც ყოველდღიურად ემსახურება 1.6 მილიონზე მეტ მომხმარებელს. ვფიქრობ, ჩვენი მიზანი – გავაუმჯობესოთ და უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი მომხმარებლების, მათი ოჯახის წევრების და მათი ბიზნესის ცხოვრება, მუდმივად შევთავაზოთ სწორედ მათზე მორგებული პროდუქტები და სერვისები – შესაძლებლობას მოგვცემს განსხვავებულ და საინტერესო ჭრილში დავინახოთ ახალი ლიბერთი’ – განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

ლიბერთის ახალ სტრატეგიას, საერთო ღირებულებების მქონე პროფესიონალთა გუნდის დამაჯერებლობას და ბანკის პოზიციონირებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ საბანკო სექტორის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, ლიბერთისთვის, რომელიც მრავალწლიანი ისტორიისა და გამოცდილების მქონე ბანკია, სიახლეები საჭირო და აუცილებელია.

„ლიბერთი ბანკის განახლებული სტრატეგია გაზრდის კონკურენციას ქართულ საბანკო ბაზარზე, უფრო საინტერესოს გახდის მუშაობას. ასევე, ეს იქნება ნიშანი მეორე რიგის ბანკებისთვის, უფრო აქტიურები გახდნენ. ჩვენ, როგორც საბანკო სექტორის წარმომადგენლები მხოლოდდამხოლოდ ვგულშემატკივრობთ ახალ წამოწყებას. აღნიშნული წამოწყება არის ბუნებრივი განვითარება იმ 26 წლიანი გამოცდილებისა, რაც ლიბერთი ბანკს გააჩნია“,- განაცხადა საბანკო ასოციაციის პოლიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ახალი ლიბერთის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ახალმა მენეჯმენტმა შეძლეს მისი დარწმუნება, რომ ბანკი წარმატებული იქნება:

„ რაც მომეწონა პრეზენტაციაზე არის ის, რომ თვითონ მენეჯმენტი დარწმუნებულია სიახლის განხორციელებაში. მე ძალიან დამარწმუნეს ამ ადამიანებმა, რომ ბანკი იქნება წარმატებული ამ სიახლეებით, რაც დღეს მოიტანეს, იმ ახალი პროდუქტებით, მათ შორის ბიზნესისთვის , ადამიანებისთვის, მათი მომხმარებლებისთვის“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ .

„ზოგადად, საბანკო სექტორისთვის აუცილებლია, სისტემური ბანკი და ზოგადად საბანკო დაწესებულებები განვითარდნენ. თუ ლიბერთი ბანკი დაიკავებს მსუყე და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს საბანკო სექტორში, რა თქმა უნდა, ეს იქნება მთლიანად საბანკო სექტორისთვის და ეკონომიკისთვის პოზიტიური. ამდენად, ვფიქრობ, რომ ლიბერთი შეძლებს ამბიციური გეგმების მიღწევას, რასაც ახალი სტრატეგია ითვალისწინებს“,- განაცხადა ეკონომისტმა ანდრია გვიდიანმა.

ლიბერთის საქართველოში ყველაზე ფართო საბანკო ქსელი აქვს. ბანკი 1.6 მილიონ მომხმარებელს ემსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ფლობს 329 ფილიალს. ახალი ლიბერთი ახალი იდეებით და განვითარების ახალი სტრატეგიით ყველა ასაკის მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ სიახლეს ეტაპობრივად შესთავაზებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved