• რეკლამა
  • კონტაქტი
06:29, ოთხშაბათი, 29 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები, გაზიარებული აქვს გახარიას და ჩემი ფოტოც, ამაში ჩვენი დანაშაულია რამე?” – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
18:25 09-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

“თუ „ქართული ოცნება“ ვინმეს მფარველობდა, ეს შედეგი არ დადგებოდა, ვისაც დანაშაული აქვს, იქნება ეს „ქართული ოცნების“ წევრი, მამაჩემი თუ ჩემი შვილი, ყველა აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით, ‘ – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ინფორმაციას, რომლის თანახმად ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და მმართველი გუნდი მას მფარველობდა.

კალაძის განცხადებით, რაფაელ მურსაკულოვი „ქართულ ოცნებაში“ არ მუშაობდა და ფოტოები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან და გიორგი რურუასთანაც აქვს გადაღებული.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავე გამოემჟღავნებინა. შესაძლოა, დაახლოებით იცოდნენ ვინ იყო, მაგრამ თუ გამყარებული არ იყო ნივთმტკიცებებით, დნმ-ით ან მსგავსით, ვერ იტყოდნენ ყველაფერს. მადლობა შსს-ს და მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მართლაც მნიშვნელოვანი იყო ამ საქმის გახსნა და დამნაშავის დაკავება.

თუ „ქართული ოცნება“ ვინმეს მფარველობდა ეს შედეგი არ დადგებოდა, ვისაც დანაშაული აქვს, იქნება ეს „ქართული ოცნების“ წევრი, მამაჩემი თუ ჩემი შვილი, ყველა აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით.

რა „ქართული ოცნება“? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს. არ მუშაობს „ქართულ ოცნებაში“, ამბობს, რომ მხარდამჭერია, როგორც იყო მხარდამჭერი ნიკა მელიასი და რურუასი, ასევე გაზიარებული აქვს გახარიას და ჩემი ფოტოც, ამაში ჩვენი დანაშაულია რამე?“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს

14:27 04-28-2026
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
ახალი ამბები

ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა

13:57 04-28-2026
დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 

17:21 04-27-2026
თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

14:05 04-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved