• რეკლამა
  • კონტაქტი
06:24, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძემ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ავტორებს მადლობის სიგელები გადასცა

ალია ავტორი - ალია
13:59 09-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ავტორებს მადლობის სიგელები გადასცა.

კახა კალაძემ ახალგაზრდა დიზაინერები – ალექსი სოსელია, უჩა წოწერია, ნიკა კაპატაძე, გიორგი მელაძე და გიორგი პავლიაშვილი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიიწვია და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

„რამდენიმე დღის წინ ფანასკერტელის ქუჩაზე ძალიან კარგი სკვერი გავხსენით, რომელიც მანამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად რთული მდგომარეობა იყო – პირდაპირ ვიტყვი, ნაგვით იყო სავსე, ლითონის კონსტრუქციებით. რამდენიმე დღის წინ ადგილზე ვიყავით მისული და ვნახეთ, ახლა რა ლამაზი პროექტია განხორციელებული. ამას ყავს თავისი ავტორები, ადამიანები, რომლებმაც ეს კონკრეტული პროექტი მოამზადეს. მინდა, წარმოგიდგინოთ ეს ახალგაზრდები – ალექსი სოსელია, უჩა წოწერია, ნიკა კაპატაძე, გიორგი მელაძე და გიორგი პავლიაშვილი. მინდა, მათ გადავცე მადლობის სიგელები და წარმატებები ვუსურვო. ასეთი ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. ძალიან მიხარია ახალგაზრდების ჩართულობა ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებში. ვპირდები ყველას, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი ექნებათ ქალაქის განვითარებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე სკვერი მოაწყო.  

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved