• რეკლამა
  • კონტაქტი
23:24, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საბჭოთა დროს ვინ გაბედავდა აცრების წინააღმდეგ წასვლას, ახლა სიტყვის თავისუფლებაა და წამლავენ ანტივაქსერები სოციალურ ქსელებს…” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
18:00 09-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

“ენმ”-ის წევრი, რომან გოცირიძე:

“მე-18-ე საუკუნეში მსოფლიოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო დაახლოებით 33 წელი, ევროპაში-35 წელი; მე-19-ე საუკუნეში შესაბამისად 33-39 და 40-45 წელი. მედიცინის განვითარებამ და უპირველეს ყოვლისა მასობრივმა იმუნიზაციამ რადიკალურად შეცვალა სურათი. დღეს ადამიანი თითქმის ორჯერ მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ასი წლის წინათ.

ანტივაქსერობა, როგორც ჩანს ბრადმორწმუნეობის ნაირსახეობა აღმოჩნდა და ამ კატეგორიის ადამიანთა თავებზე არგუმენტები ნაკლებად მოქმედებენ. ეს რიცხვები უფრო დაბნეულებისათვის შეიძლება იყოს რაღაცის მთქმელი, თორემ ჩამოყალიბებულ ანტივაქსერზე შეუვალი არაფერი ყოფილა. როცა სიკვდილი არაა არგუმენტი, სტატისტიკამ რაში შეიძლება დაარწმუნოს.

როგორც ჩანს, საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი კრიტერიუმი მასში ანტივაქსერთა პროცენტული რაოდენობაც ყოფილა. შეიძლება ეს პირდაპირ იყოს კავშირში ქვეყნის მშპ-სთან. ალბათ, ვინმე გააკეთებს ამ სახის კვლევასაც.

საქართველო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით (73 წელი) მსოფლიოში 98-ე ადგილზეა 191 ქვეყანას შორის. ამას ანტივაქსერობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. უმეტესობა ჯერ კიდევ აცრილები ვართ. საბჭოთა დროს ვინ გაბედავდა აცრების წინააღმდეგ წასვლას. ახლა სიტყვის თავისუფლებაა და წამლავენ აქტიური ანტივაქსერები სოციალურ ქსელებს თავიანთი სულელური მოსაზრებებით. ბევრი რომ იჯერებს, ესაა სატირალი.”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved