საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ სამუდამოდ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას ვერ შეზღუდავს.
მისი თქმით, გატარებული ღონისძიებები ეფექტური აღმოჩნდა.
„დაავადება უკან იხევს. გატარებული ღონისძიებები ეფექტური აღმოჩნდა. შემდეგი კვირის ფარგლებში ველოდებით, რომ ინფექცია დარჩება ათასიდან ორი ათასის ფარგლებში. ჩვენ სავარაუდოდ მხარს დავუჭერთ ტრანსპორტის აღდგენას, რათა უკვე ეფექტურად შეძლონ მოქალაქეებმა გადაადგილება, სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისთვის.
ამასთან, ჩვენ მოვისმენთ შრომითი ინსპექციის მხრიდან ეფექტურ ღონისძიებებს, რაც შეიძლება გატარდეს ტრანსპორტში, რათა არ მოხდეს იქ გაზრდილი მობილობის შედეგად ინფექციის გავრცელება და არ დავუბრუნდეთ იმ ნიშნულს, რომელზეც ვიყავით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კომენტარები