პროდიუსერი მიშა მშვილდაძე, სოციალურ ქსელში წერს:
„ღებიც შეიძლება გახდეს ტურისტული მიმართულება, ხონიც, ჩოხატაურიც და რუსთავიც – უბრალოდ პოლიტიკური ძალისგან, რომლისგანაც წლები გვესმოდა, რომ ტურიზმი წინა ხელისუფალოს ახირება იყო, რადგან ჩვენი მოსამსახურეებად გადაქცევა უნდოდათ, რომ არასერიოზული ბიზნესია და ეკონომიკაზე გავლენა არ აქვს – სასაცილოა ახლა ფირფიტის შემოტრიალება და ტურიზმის პანაცეად დასახვა, ფარისევლობაა და უპასუხისმგებლო და უპრინციპო მატყუარობა – თორემ ღებსაც შემოევლოს ჩემი დარჩენილი ახალგაზრდობა, რუსთავსაც, ხონსაც და ჩიხატაურსაც, და თბილისის ანძაც სჯობს ეიფელს ზოგიერთ რაკურსში, მართლა“.
პროდიუსერი პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას, მიერ წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განაცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან განაცხადა, რომ ღები ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულება გახდება.
კომენტარები