• რეკლამა
  • კონტაქტი
04:50, ოთხშაბათი, 29 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძემ წინასაარჩევნო შეხვედრები ამჯერად, გლდანის ხევისა და კონიაკის დასახლებაში გამართა

ალია ავტორი - ალია
19:41 09-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
83

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, კახა კალაძე დედაქალაქის საკრებულოში გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, კონიაკის დასახლებაში იმყოფებოდა.

შეხვედრაზე, რომელიც სარაჯიშვილის ქუჩაზე გაიმართა, თბილისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინეს და მათ სამომავლო გეგმები გააცნეს.

აღინიშნა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნის შესაბამისად, ამავე მისამართზე  ავარიული აივნების აღდგენა-გამაგრების სამუშაოები ხორციელდება. გარდა ამისა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ იგეგმება სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია, ამავე ქუჩაზე არსებულ გამწვანების ზოლთან ერთად, სადაც ასევე, ველობილიკი მოეწყობა.

„გლდანში უამრავი პროექტი განხორციელდა, თუმცა რაიონი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს. ჯერ კიდევ უამრავი ადგილია, სადაც ახალი სკვერის მოწყობა შეიძლება; უამრავია ისეთი ქუჩა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს და სადაც წყალარინების ქსელია მოსაწყობი; სადაც ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი. რა თქმა უნდა, გპირდებით, რომ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან შრომა და მუშაობა არ გვეზარება. კონიაკის დასახლებაში ვიწყებთ ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცის მოწყობას, სადაც ველობილიკი და მწვანე სივრცე იქნება. ანალოგიური სივრცე მოეწყობა აქაც, როგორიც მოსკოვის გამზირზე გავაკეთეთ. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და ქალაქს ეს ყველაფერი ეტყობა, მაგრამ არ იფიქროთ, რომ პრობლემები მორჩა. ქალაქში პრობლემები და გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს, რომელიც 20-30 წლის განმავლობაში გროვდებოდა. ზოგმა მეტი გააკეთა, ზოგმა ნაკლები, მაგრამ გულწრფელად ვამბობ – რაც ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში მოვახერხეთ და გავაკეთეთ, ერთად ამდენი არავის გაუკეთებია“, –  აღნიშნა კახა კალაძემ.

 მოსახლეობასთან კიდევ ერთი შეხვედრა გლდანის ხევში გაიმართა. თბილისის მერობისა და გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებმა ადგილობრივებთან შეხვედრაზე გლდანის ხევში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. მაჟორიტარობის კანდიდატმა კი ადგილობრივებს არსებული პრობლემების გადაჭრაში დახმარება აღუთქვა.

„გლდანულა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული უბანია. დასახლება 16 კორპუსისგან შედგება და ჩვენ ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები გვაკავშირებს. ძალიან მეგობრული უბანია და მიხარია, რომ დედაქალაქის საკრებულოში ამ უბნის წარმომადგენელი ვიქნები. რაიონში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, მაგრამ ეს არ გვაძლევს თვითკმაყოფილების უფლებას. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ამას თქვენთან ერთად, აუცილებლად შევძლებთ. პირადად მე, მეამაყება, რომ კახა კალაძის გუნდის წევრი მქვია და ზუსტად ვიცი, რომ ამით მომავალშიც ვიამაყებ“, – აღნიშნა გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

გლდანის ხევთან არსებული სკვერი რეაბილიტირდა. სამუშაოები, დაახლოებით, 5 200 კვ.მ ფართობზე ჩატარდა.  პროექტის შედეგად, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი,  დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა ღია სივრცის ჩოგბურთის მაგიდა. ასევე, მოეწყო სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.

მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს

14:27 04-28-2026
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
ახალი ამბები

ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა

13:57 04-28-2026
დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 

17:21 04-27-2026
თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

14:05 04-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved