• რეკლამა
  • კონტაქტი
17:59, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე – მზად ვართ ვემსახუროთ თბილისს

ალია ავტორი - ალია
12:47 09-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

კახა კალაძე – მზად ვართ ვემსახუროთ თბილისს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კონსტანტინე ზარნაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

კანდიდატებმა შეხვედრები ზაჰესის და ავჭალის დასახლებებიდან დაიწყეს და ადგილობრივ მცხოვრებლებს ქალაქის განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნეს.

„გასული ოთხი წელი ჩვენი ქალაქისთვის მართლაც ნაყოფიერი აღმოჩნდა, ბევრი პროექტი განხორციელდა. მართალია, არსებობს გამოწვევები, მაგრამ ჩვენ ამაზე თვალებს არ ვხუჭავთ. მეტი სიცოცხლე ყველა უბანში – ამ სიტყვების უკან დგას ყველა რაიონში განსახორციელებელი პროექტები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ტრანსპორტის მოწესრიგება, ახალი მარშრუტების შემუშავება და ა.შ. არ არსებობს პრიორიტეტული რაიონები, დედაქალაქის ბიუჯეტი ყველგან თანაბრად გადანაწილდება. რაც მთავარია, ჩვენს გუნდს შრომა არ ეზარება. სამწუხაროდ, პანდემიამ ზოგი პროექტის განხორციელებაში ხელი შეგვიშალა. როგორც იცით, ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა და ამ პროექტებისთვის განსაზღვრული თანხები მათკენ გადამისამართდა. ამიტომაც, პირველ რიგში, მე ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, ეს პროექტები კი აუცილებლად განხორციელდება. მზად ვართ ვემსახუროთ თბილისს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კონსტანტინე ზარნაძემ მოსახლეობას რაიონის განვითარების პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა.

„ზაჰესის არის კარიბჭე ჩვენი რაიონის. გვინდა, რომ ამ უბანში ბევრი პროექტი განვახორციელოთ, მეტი მწვანე სივრცე, მოწესრიგებული ქუჩა, მეტი დასასვენებელი ადგილები შევქმნათ, ამაში თვენი ჩართულობა დაგვჭირდება. თვითმმართველობის მნიშვნელობაც ეს არის, რომ ქალაქის განვითარების პროცესში თქვენი მონაწილეობაა მთავარი. მეამაყება, რომ კახი კალაძის გუნდის წევრი ვიქნები, მაშინ როდესაც ბევრი კარგი პროექტი განხორციელდება არა მხოლოდ გლდანის რაიონში, მთელ ქალაქში. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრა ცქიტიშვილის #33-ში გაიმართა. მისამართზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, მოეწყო ლიფტი, რაც აღნიშნულ კორპუსში წლებია არ არსებობდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო სპორტული მოედანი, მცირე სკვერი, ფიტნეს ტრენაჟორები, მოწესრიგდა წყალარინების ქსელი.

რაც შეეხება ბაღნარი-მანაგაძის ქუჩებს, 2019-2020 წლებში, გამგეობის ჩართულობით და  მოთხოვნით, „ჯივიპის“ მიერ 500 აბონენტს  სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოუგვარდა. მოეწყო სამ კილომეტრამდე წყალგაყვანილობის ქსელი. აღნიშნულ ქუჩებზე დაიგო ორფენიანი გზა, სანიაღვრე გაბიონი და უსაფრთხოების მოაჯირები. პროექტის განხორციელების შედეგად, ინფრასტრუქტურა  200 ოჯახს მოუწესრიგდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ  კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
ახალი ამბები

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

13:26 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved