• რეკლამა
  • კონტაქტი
21:45, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ოპონენტები 24 საათის განმავლობაში აკრიტიკებენ ხელისუფლებას არა გაკეთებულ საქმეზე, არამედ მხოლოდ პირად შეურაცხყოფაზე არიან გადასული, ამ დროს ჩვენი ხელისუფლება აკეთებს საქმეს, იქნება ეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გაზიფიცირება, წყალგაყვანილობა, თუ უამრავი სხვა პროექტი

ალია ავტორი - ალია
12:39 09-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველამ ერთად ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავასტაბილურეთ და დავიწყეთ რეალური საქმის კეთება, რეალური და არა ფასადური და მხოლოდ ფრაგმენტული, ისიც ჩინოვნიკების კომფორტზე მორგებული პროექტების განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ონის მოსახლეობას მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი წარუდგინა და აღნიშნა, რომ იგი იქნება ხალხის სამსახურში 24 საათის განმავლობაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე შეაჯამა გასული 8 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და ხაზი გაუსვა მიღწეულ პროგრესს.

„ონის მერი, რა თქმა უნდა, იქნება თქვენს სამსახურში და 24 საათის განმავლობაში მოგემსახურებათ თქვენ. ასეთი კაცია ჩვენი სერგო ხიდეშელი. ახალგაზრდა, ენერგიული, დიდი გამოცდილებით, მიუხედავად მისი ასაკისა, უნარიანი და მართლაც ძალიან წესიერი კაცი, რომელიც მოემსახურება ონს და ონელებს. ვიდრე ჩვენს კანდიდატს წარმოგიდგენთ, მინდა, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ ის განვლილი საქმეები, რომელიც ამ ულამაზეს მუნიციპალიტეტში და ზოგადად, მთლიანად რაჭის რეგიონში გავაკეთეთ. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველამ ერთად ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავასტაბილურეთ და დავიწყეთ რეალური საქმის კეთება, რეალური და არა ფასადური და მხოლოდ ფრაგმენტული, ისიც ჩინოვნიკების კომფორტზე მორგებული პროექტების განხორციელება. ჩვენი ოპონენტები 24 საათის განმავლობაში აკრიტიკებენ ხელისუფლებას არა გაკეთებულ საქმეზე, არამედ მხოლოდ პირად შეურაცხყოფაზე არიან გადასული. ამ დროს ჩვენი ხელისუფლება აკეთებს საქმეს, იქნება ეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გაზიფიცირების სამუშაოები, წყალგაყვანილობა, უამრავი სხვა პროექტი – სკოლების მშენებლობა, ბაღების რეაბილიტაცია, საავადმყოფოების, ამბულატორიების აშენება-მოწყობა. ძალიან ბევრი გაკეთდა თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად ჩვენ დავიწყეთ ისეთი წარმატებული პროექტები, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომლითაც ჩვენმა მოსახლეობამ ისარგებლა და ათასობით ბენეფიციარმა მიიღო ის სარგებელი, რომელიც სახელმწიფომ გამოყო ჩვენი მოსახლეობისთვის. შეიქმნა ათასობით ახალი სამუშაო ადგილი. თუმცა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა ქვეყანაში არის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე, რაც ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა დავძლიოთ. ამას სჭირდება კიდევ უფრო გაათმაგებული ენერგიით მუშაობა, კიდევ უფრო მაღალი ტემპები, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved