საკარანტინე ზონებში მოთავსებული პატიმრები საკუთარ ოჯახის წევრებს შეუფერხებლად დაუკავშირდებიან. თბილისის სამოქალაქო კლინიკასა და ხონის საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში სატელეფონო ჯიხურები დაამონტაჟეს.
“მსჯავრდებულებს პირადად შეეძლებათ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათი ოჯახის წევრებს მიაწოდონ”, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის სამოქალაქო კლინიკაში ხუთი სატელეფონო ჯიხური ფუნქციონირებს, ხონის საავადმყოფოსთან არსებული საკარანტინე სივრცეში კი- ოთხი.
კომენტარები