• რეკლამა
  • კონტაქტი
22:11, სამშაბათი, 12 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილი, პოლიტიკაში მოსვლამდე 1 წლით ადრე წერილს აქვეყნებს – რა წერილზე საუბრობს ექსპერტი და რა საიდუმლო გაუმხილა ივანიშვილმა მერაბიშვილს?

ალია ავტორი - ალია
11:35 09-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

“ჭუტავიზიის გუშინდელი გადაცემა არის წინა ხელისუფლების და დღევანდელი ოპომედიის სახე.ანონსი ხმაურიანი იყო, ხალხს წინასაარჩევნოდ დაპირდნენ ბიძოს ჩანაწერებს, მოასმენინეს ნაცმოძრაობის აგენტის აბდაუბდები.” -ასე ეხმაურება “ტვ პირველის” მიერ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერებს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე და ბიძინა ივანიშვილის, პოლიტიკაში მოსვლამდე 1 წლით ადრე გამოქვეყნებულ წრილზე საუბრობს.

ამირან სალუქვაძის თქმით, იოლი საპოვნელი იყო ეს სტატია, რადგან “დასერჩვა” გვასწავლა ცრუ ტელევიზიის წამყვანმა, თორემ მანამდე იყო უკუნი…
ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკაში მოსვლამდე 1 წლით ადრე, 2011 წლის 10 ოქტომბერს, აქვეყნებს ღია წერილს, რომელშიც ნაციონალურ მოძრაობას “ქართუ ჯგუფის” მაშინდელი პრეზიდენტის გიგა ჩრდილელის “დავერბოვკებაში” ამხელს და თავად ჩრდილელს მის წინააღმდეგ ჯაშუშობაში ამხელს.წერილში წერს, რომ ჩრდილელმა თავად არ იცის რომ გაშიფრულია, კარგი ფინანსისტია და გამოგადგებათო.
ასევე წერს, რომ ჩრდილელს შეგნებულად დეზინფორმაციას აწვდიდა.წერილის შინაარსს უფრო ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ როგორც ნეტგაზეთის სტატიის ფოტო ასლის მეშვეობით, ან ჩემი პოსტის მეორე ნაწილში. იოლი საპოვნელი იყო ეს სტატია, რადგან “დასერჩვა” გვასწავლა ცრუ ტელევიზიის წამყვანმა, თორემ მანამდე იყო უკუნი…ესაა თქვენი ჟჟურნალისტური გამოძიება – სააკაშვილის უკანონო ჩანაწერების არქივში ქექვა.ჭუტავიზიის გუშინდელი გადაცემა არის წინა ხელისუფლების და დღევანდელი ოპომედიის სახე.ანონსი ხმაურიანი იყო, ხალხს წინასაარჩევნოდ დაპირდნენ ბიძოს ჩანაწერებს, მოასმენინეს ნაცმოძრაობის აგენტის აბდაუბდები.
გუშინ სასწაული პოსტით გამოვარდა ნაცმოძრაობის ადვოკატი ბიბილაშვილი და პოსტში ქილიკით წერს “გარეთ რომ 26 ათასი საჯიშე ვაჟი გააუპატიურეს, ეს ვიცითო”. ამას და მისთანებს უნდა მიუსაჯო მთელი ცხოვრება იკითხოს კასრების საქმის უზენაესი საბჭოს განაჩენი და სასამართლოს მასალები. საჯარო პოსტია, წაიკითხეთ. ესეც ნაცმოძრაობის სახე. 7 თუ 8 პირია გასამართლებული, მ.შ. მაღალჩინისნები. ეს საქმე რატომ არ წაიღეთ სტრასბურგში?!
არჩევნებამდე კიდევ ბევრ უკანონო ჩანაწერს ამოქექავენ სკივრიდან. არ გიშველით. ამით მხოლოდ წინა ხელისუფლების სახეს და ტოტალური მოსმენების პერიოდს ახსენებთ ხალხს.თქვენზე უარესები არიან ყოფილი ოცნებელები, რომლებიც დღეს თქვენი სცენარით, თქვენს სასაეგებლოდ მოქმედებენ, თქვენსავით ე.წ. რეფერენდუმი აკერიათ პირზე  და რომლებსაც დღე და ღამე აპიარებენ კეზერაშვილის კმაყოფაზე მყოფი ტელევიზიები.
“ივანიშვილი “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტს ჯაშუშობაში ამხელს”მილიარდერმა ბიზნესმენმა შსს-ს აგენტობაში “ქართუ ჯგუფის” დირექტორი გიგა ჩრდილელი ამხილა. ამის შესახებ ბიძინა ივანშვილი დღეს, 12 ოქტომბერს, გამოქვეყნებულ ღია წერილში წერს, სადაც სხვებთან ერთად შს მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც მიმართავს.მილიარდერმა ბიზნესმენმა შსს-ს აგენტობაში “ქართუ ჯგუფის” დირექტორი გიგა ჩრდილელი ამხილა. ამის შესახებ ბიძინა ივანშვილი დღეს, 12 ოქტომბერს, გამოქვეყნებულ ღია წერილში წერს, სადაც სხვებთან ერთად შს მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც მიმართავს.“ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, ვანო!ვიცი, მთელი მთავრობა, მთელი სახელისუფლო გუნდი გაოგნებული ხართ, თუ რატომ გაიგეთ ასე დაგვიანებით ინფორმაცია ჩემი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ.საქმე ის არის, მე ვისარგებლე ჩემს ორგანიზაციაში თქვენ მიერ “დავერბოვკებული” თქვენი აგენტის უფასო “მომსახურებით“, რომელსაც პერიოდულად ვარწმუნებდი, რომ პოლიტიკაში არასოდეს არ მოვიდოდი, რომ ეს სფერო საერთოდ არ მაინტერესებდა და მალე საქართველოსაც დავტოვებდი. თქვენი აგენტიც იჯერებდა ჩემს ნათქვამს და მერე თქვენც გარწმუნებდათ, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხულია. თქვენც მშვიდად და არხეინად ბრძანდებოდით, ამიტომაც იყო შოკისმომგვრელი და თავზარდამცემი ჩემი განცხადება თქვენთვის.თქვენ ეს ადამიანი ახლა კი არა, სამი წლის წინათ გადაიბირეთ, ანუ მაშინ, როცა ჩვენ შორის ჯერ კიდევ ნორმალური ურთიერთობა იყო.ასეთები ხართ თქვენ. ასეთი ზნე გაქვთ – დანდობა და სიყვარული არ იცით!თქვენმა აგენტმა ჯერ არ იცის, რომ გაშიფრულია. ის ამას დღეს, გაზეთებიდან გაიგებს.ის კარგი ფინანსისტია, წაიყვანეთ, გამოგადგებათ.„ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტზე, გიგა ჩრდილელზე, ვლაპარაკობდი…თქვენთვის ამის გაგება დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ გაფრთხილებთ, ყველა თქვენი მცდელობა ჩვენ გარშემო ჯაშუშური ქსელის ხლართვისა, ზუსტად ისეთი კრახით დამთავრდება, როგორც ეს დამთავრდა,” – წერს ბიძინა ივანიშვილი. 12  ოქტომბერი 2012 წელი. 
ცნობისთვის, გუშინ, “ტვ პირველმა” ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წელსაა ჩაწერილი. ჩანაწერებში ბიძინა ივანიშვილი “ქართუ ჯგუფის” ყოფილ მმართველს, გიგა ჩრდილელს ესაუბრება, რომელიც თავის მხრივ რუსეთის ელჩთან ვიაჩესლავ კოვალენკოსთან და მის წარმოამდგენლებთან არის კავშირში.  ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, ომის შემდეგ რუსეთში გადასვლისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს და გიგა ჩრდილელს სთხოვს, მეგობრული ურთიერთობა დაამყარებინოს იმდროინდელ რუსეთის ელჩთან. სანაცვლოდ კი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრას სთავაზობს.  “ტვ პირველმა” აუდიოჩანაწერები წყაროზე დაყრდნობით მოიპოვა, რომელიც აცხადებს, რომ მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის დაცულობისა, ზოგჯერ ხდება, რომ ასეთი დაცული პირებიც იწერებიან, ხოლო ჩანაწერები უსაფრთხოების სამსახურში ინახება.

gtmedia.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved