ფიტნესკლუბი “წრე” მხოლოდ კორონავირუსზე აცრილ ან გატესტილ მომხმარებელს მიიღებს. ამის შესახებ კომპანიის ოფიციალური “ფეისბუქიდან” ხდება ცნობილი.
“ძვირფასო მომხმარებლებო, “წრის მთელი” გუნდი, თქვენი, ჩვენი და ყველას უსაფრთხოებისთვის უკვე აცრილია!
დარბაზში კი დღეიდან მხოლოდ აცრილ, ანტიგენით ან PCR ტესტის მქონე სტუმრებს მივიღებთ.
აცრის დამადასტურებელი შტრიხ კოდის მიღება შესაძლებელია: https://covidpass.moh.gov.ge/
ერთად ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე!”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომენტარები