• რეკლამა
  • კონტაქტი
10:22, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კუჭავა – ახალი „საარჩევნო კოდექსი“ საშუალებას მოგვცემს არჩევნები ჩავატაროთ დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში

ალია ავტორი - ალია
15:31 09-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ერთ თვეზე ნაკლები დარჩა და ყველა კარგად ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ ვაბარებთ ანგარიშს და ვიღებთ ინფორმაციას მოსახლეობისგან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც კახა კუჭავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე საარჩევნო კოდექსში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მიიღეს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არჩევნების წინ, ან შემდეგ დღეებში არსებული სპეკულაციები თავიდან იყოს აცილებული.

,,როდესაც ვსაუბრობთ მომავალ არჩევნებზე, ერთ თვეზე ნაკლები დარჩა და ყველა კარგად ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვაბარებთ ანგარიშს და ვიღებთ ინფორმაციას მოსახლეობისგან თუ რა არის დამატებითი საჭიროებები და შესაძლებლობები, რომელიც შეგვიძლია გავაჩინოთ, რათა უფრო გავაძლიეროთ რეგიონები. ძლიერი რეგიონების გარეშე ვერ გვექნება ძლიერი საქართველო. თებერვალში განვაცხადეთ და საგაზაფხულო სესიაზე საარჩევნო კოდექსში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მივიღეთ. პროცესში მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა დაინტერესებულმა მხარემ – საერთაშორისო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა ძალებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და საერთო კონსენსუსით მოხდა ამ ცვლილებების მიღება. ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ სპეკულაციები, რომელიც მომდინარეობს არჩევნების წინა დღეებში ან შემდეგ და ასეთი ბევრი გვახსოვს, თავიდან იქნება აცილებული. ეხება ეს უბნების სავალდებულო რაოდენობით გადათვლას, ელექტრონულ დათვლას, რომელიც ახალი ტექნოლოგიაა და პირველად დაიტესტება საქართველოში ეს და ბევრი სხვა სიახლე, მოგვცემს საშუალებას არჩევნები ჩავატაროთ, დამოუკიდებელ, თავისუფალ გარემოში, რომ მიეცეს ყველას საშუალება გამოხატოს თავისი ნება. ეს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა. გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

მისივე განცხადებით, უმნიშვნელოვანესია შევძლოთ რომ თითოეულ რეგიონში ეკონომიკურად უფრო ძლიერი ოჯახები გვქონდეს. ამასთან, მთავარია მეტი ახალგაზრდის ჩართულობა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლითაც ყოველდღე იქნება დაკავებული მერი და საკრებულო .

,,ამ ულამაზეს მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი დიდი ქართველი დაიბადა. ირაკლი აბაშიძე – ყველასთვის საყვარელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, უსაყვარლესი იპოლიტე ხვიჩია და ბევრი სხვა. არ შემიძლია არ ვახსენო ჩემპიონი, თქვენი კუთხის და მთელი საქართველოს სიამაყე, ხონის სპორტსკოლის გაზრდილი მარიამ მურღვლიანი, რომელმაც სამი ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, რომელმაც სიამაყით აგვავსო თითოეული ქართველი, ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის. ეს არ არის მხოლოდ ხონის და ამ სპორტსკოლის გამარჯვება, ესა მთელი საქართველოს გამარჯვება და ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ყველამ, ჩვენმა ახალგაზრდებმა ბრძოლა ჩემპიონობისთვის. ეს პირველ რიგში მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მუნიციპალიტეტში განვავითაროთ ყველა მიმართულება- ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, სპორტი. როდესაც ტურიზმზე ვსაუბრობთ, ყველას ახსენდება ოკაცეს ულამაზესი კანიონი, რომელიც ბევრ ტურისტს იზიდავს. არ შეიძლება არ ვახსენოთ კინჩხის ჩანჩქერი. ერთია გქონდეს ულამაზესი ბუნება და მეორე, რომ სწორად განავითარო ტურისტული ინფრასტრუქტურა, რათა სარგებლის მიღება ბოლომდე შეძლო. მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა კინჩხის ჩანჩქერის ტურისტული ატრაქციების, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რაც დამატებით მოიზიდავს ტურისტებს. პანდემიასთან ბრძოლას დავასრულებთ და ეს ულამაზესი ადგილი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ადგილები, რომელიც სიამაყით, გავსებს, რომ ამ კუთხის, ამ ქვეყნის შვილი ხარ. განვითარება არ არის მხოლოდ ტურიზმი. უმნიშვნელოვანესია შევძლოთ რომ თითოეულ რეგიონში ეკონომიკურად უფრო ძლიერი ოჯახები გვქონდეს. ამისთვის არის ძალიან ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროგრამა, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს და აუცილებელია მეტი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის, თუ რამდენად სასარგებლოდ შეიძლება მათ გამოყენება. მნიშვნელოვანია კონსულტაცია მივიღოთ დამატებით, როგორ შევძლოთ განვავითაროთ პატარა მეურნეობები. ამის ხელშეწყობა არის სახელმწიფოსგან. მთავარია მეტი ახალგაზრდის ჩართულობა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლითაც ყოველდღე იქნება დაკავებული მერი და საკრებულო“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved