• რეკლამა
  • კონტაქტი
10:01, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ოპონენტებისგან ყოველდღიურად გვესმის ლანძღვა-გინება, ცილისწამება, სიცრუის ტირაჟირება და დემაგოგია, ჩვენ ამ ყველაფერს ვუპირისპირებთ ფაქტებს, არგუმენტებს და სიმართლეს, ასე მოვედით დღევანდელობამდე და ასეთი ხელწერით გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მართვას

ალია ავტორი - ალია
14:16 09-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19

ჩვენ ახლა ვიმყოფებოდით  თეთრა მღვიმეში – უნიკალურ ადგილას, რომელიც მართლაც ძალიან  ბევრ ტურისტს მიიზიდავს,  გვაქვს გეგმები, რომ  ყველა მუნიციპალიტეტში  მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის უნიკალური შესაძლებლობა და პოტენციალი, რომელიც ამ ქვეყანას მართლაც უხვად აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ წყალტუბოს მერობის კანდიდატის, გენადი ბალანჩივაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველგან უნდა განვითარდეს ახალი ტურისტული ლოკაციები.

„ჩემი დავალებით  ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის სააგენტო მუშაობს უკვე აღნიშნულ პროექტებზე, უახლოეს რამდენიმე თვეში ჩვენ წარმოგიდგენთ ყველა რეგიონის მიხედვით ყველა მუნიციპალიტეტისთვის განსახორციელებელ ახალ ტურისტულ პროექტებს და პროგრამებს. დღეს, რა თქმა უნდა,  ჩვენს მოქალაქეებს არ უჭირთ თეთრის და შავის  გარჩევა და ხალხი, რომ ბრძენია არის კიდევ ერთხელ დამადასტურებელი იმისა, რომ  “ქართული ოცნება” იმარჯვებს, თავისი შეცდომებით, რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ უშეცდომონი და  უნაკლონი. ყველას მოგვდის შეცდომა, ვინც მუშაობს, შეცდომაც მოსდის და ასეც იქნება ყოველთვის, მაგრამ ყოველთვის ჩვენ უნდა გვახსოვდეს და ვუყუროთ საერთო სურათს, იმ საერთო სიკეთეებს, რომელიც ერთ მხარეს არის და მეორე მხარეს, რომელზეც რამდენიმე სიტყვით მინდა  კიდევ ერთხელ  ვთქვა. ჩვენი ოპონენტები არავითარ სიახლეს არ სთავაზობენ ჩვენს მოსახლეობას. ისინი ხალხს არ ელაპარაკებიან, გველაპარაკებიან ჩვენ, ხელისუფლებას და ყოველდღიურად გვესმის მათგან ლანძღვა-გინება, ცილისწამება და  ათასი ბრალდებები, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, არგუმენტების და ფაქტების  გარეშე. ყოველდღიურად, ჩვენი ოპონენტებისგან მხოლოდ  სიცრუე ისმის მეგობრებო, სიცრუის ტირაჟირება და დემაგოგია. ჩვენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვუპირისპირებთ ფაქტებს, არგუმენტებს და სიმართლეს, სწორედ ასე მოვედით დღევანდელობამდე, ასეთი ხელწერით გავაგრძელებთ  ჩვენი ქვეყნის მართვას, ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის მართვაზე და ჩვენი მოსახლეობის დაცვაზე. იმ ძალას, რომელიც თავის ქვეყანას და თავის ხალხს ვერ აარიდებს უმძიმეს პროვოკაციას, ისეთ განსაცდელს, როგორიც არის ომი, რა თქმა უნდა, არ უნდა მიეცეს ხელმეორედ ჩვენი ქვეყნის დანგრევის უფლება და ჩვენ ამას თქვენთან ერთად აუცილებლად დავაზღვევთ და დავაზღვევთ მომდევნო შეცდომებისგან, იმ განსაცდელისგან, რომელიც წინა ხელისუფლებამ, რომელიც დღეს ჯერ კიდევ ძალადობს, მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მშვიდად, მტკიცედ, ჩვენი ხედვით მივდივართ წინ და ასე გავაგრძელებთ მუშაობას საერთო ძალისხმევით და საერთო ენერგიით აუცილებლად მივაღწევთ 2 ოქტომბერს დამაჯერებელ გამარჯვებას ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved