• რეკლამა
  • კონტაქტი
02:27, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ძალიან ძლიერად, დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, რომ მომდევნო 3 წელი იყოს აღმშენებლობის, განვითარების წლები, 2024 წლამდე ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები

ალია ავტორი - ალია
14:13 09-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას; 32 მილიარდი ლარის ინვესტიცია არის დაგეგმილი მომდევნო წლების განმავლობაში; გზების მშენებლობა, წყლის პროექტები, გამწმენდი ნაგებობების მოწყობა ყველა მუნიციპალიტეტში, არის განსაზღვრული იმ გეგმის ფარგლებში, რომელიც ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ შეიმუშავა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ წყალტუბოს მერობის კანდიდატის, გენადი ბალანჩივაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა არსებობს ყველა სექტორის მიმართულებით.

„ამ ყველაფერს სჭირდება მშვიდობიანი განვითარება, მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. მე აქ ვხედავ წარმატებულ ბიზნესმენებს და მინდა, აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მეწარმისთვის, ბიზნესმენისთვის სტაბილურობას და ამ შემთხვევაში პოლიტიკურ სტაბილურობას. ბიზნესმენი კი არა, ვერც ერთი მოქალაქე ვერ დაგეგმავს ვერც ერთ ახალ პროექტს, ვერ წამოიწყებს ახალი იდეის განხორციელებას, თუ ქვეყანაში არ იქნება პოლიტიკური სტაბილურობა. სწორედ ამ სტაბილურობის მიღწევა გახდა შესაძლებელი ჩვენი ხელისუფლების დროს. ის, რომ ქვეყანაში არ ყოფილა ომი და სერიოზული კონფლიქტი და დაპირისპირება, არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება და სწორედ ამიტომ, ახლა მობილიზებას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან ძლიერად, დამაჯერებლად გავიმარჯვოთ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ მომდევნო 3 წელი იყოს აღმშენებლობის, მშენებლობის, განვითარების წლები. მოგეხსენებათ, მომდევნო 3 წელი ასევე გამონაკლისი პერიოდი იქნება, როცა ქვეყანაში 2024 წლამდე აღარ იქნება არჩევნები. მანამდე, 8 წლის განმავლობაში 7 არჩევნები ჩავატარეთ და დამეთანხმებით, ძალიან რთული იყო ამ პერიოდში ერთის მხრივ სტაბილურობის შენარჩუნებაზე მუშაობა და ზრუნვა და მეორეს მხრივ, იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც ქვეყანა იმყოფება, ვგულისხმობ ოკუპაციას, ამ პროცესის მართვა და დეესკალაცია, შიდა პოლიტიკური პროცესის მართვა, წარმატებული საგარეო პოლიტიკის გატარება. ჩვენ მართლაც გვაქვს ხელშესახები მიღწევები, რომელსაც ყველამ ერთად მივაღწიეთ, იქნება ეს უვიზო რეჟიმი, ასოცირების შეთანხმება თუ უამრავი სხვა წარმატება, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია. მეორეს მხრივ, უნდა აღინიშნოს განვითარება. ყველა იმ პროექტს, რომელიც განვახორციელეთ, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა პარალელურად მართვა და ზრუნვა. ამიტომაც, მეგობრებო, ჩვენ, გაათმაგებული ენერგიით, გაათმაგებული მოტივაციით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა. ჩვენი მოსახლეობის მთავარი გამოწვევა დღეს არის უმუშევრობა და სიღარიბე და ყველა ადამიანის, ყველა პოლიტიკოსის, ყველა მოქალაქის საერთო საზრუნავი ეს უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მოკლე პერიოდში დავამარცხოთ სიღარიბე და შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები. რა თქმა უნდა, მთავრობა ამას მარტო ვერ გააკეთებს და აუცილებელია კერძო სექტორის ჩართულობა ამ მიმართულებით. მთავრობის ვალდებულებაა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ კერძო სექტორი განვითარდეს, ბიზნესი განვითარდეს, როგორც მსხვილი, ასევე მცირე, საშუალო მეწარმეობა განვითარდეს ყველა მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved