• რეკლამა
  • კონტაქტი
01:47, ხუთშაბათი, 15 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მიზანია, 10 წელიწადში ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის გაორმაგება და ერთ სულ მოსახლეზე მშპ გახდეს 10 ათას დოლარზე მეტი, ეს სავსებით შესაძლებელი, გააზრებულია და ჩვენ ამ მიმართულებით სერიოზულ პროექტებს განვახორციელებთ

ალია ავტორი - ალია
12:22 09-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16

7 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, 2 მილიარდ 500 მილიონის ინვესტიციას ვგეგმავთ ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად  და 1000-ზე მეტი  ახალი საწარმოს დასაფინანსებლად, რითაც 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა განსაზღვრული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დიდი გამოწვევა იყო ჯანდაცვა და მოსახლეობას არ ჰქონდა საშუალება, დაეფინანსებინა საკუთარი მკურნალობა, ოჯახის წევრების მკურნალობა, ხშირად უწევდათ საკუთარი ბინის, ავტომანქანის გაყიდვა და ამ ხარჯებით მკურნალობის დაფინანსება.

„2012 წლიდან, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც შეეხებოდა საყოველთაო ჯანდაცვის   პროგრამის ამოქმედებას, C  ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რითაც ათასობით ადამიანს ვუმკურნალეთ უფასოდ. საქართველოს მთავრობამ მოახერხა ის, რომ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდ კომპანიასთან ცნობილ – “გილეადთან“ გააფორმა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც 2  თუ 3 მილიარდზე მეტი ღირებულების  პრეპარატი უფასოდ გადმოგვეცა, რითაც ვუმკურნალეთ ჩვენს მოსახლეობას და ათასობით ადამიანი განიკურნა C   ჰეპატიტისგან. უამრავი სხვა პროექტი და პროგრამა განვახორციელეთ. ამით თავს არ ვიწონებთ, ვიცით, რომ ხარვეზებიც იყო, შეცდომებიც იყო, ყველაფერი, მაგრამ ვინც მუშაობს, იმას შეცდომებიც მოსდის. მთავარია ის, რომ ძირითადი კურსი, ძირითადი სურათი არის გაუმჯობესებული და გვაქვს  პროგრესი ყველა მიმართულებით. ახლა კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, გაათმაგებული ტემპებით არის მუშაობა საჭირო  იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ მაქსიმალურად. მთავარი გამოწვევა ჩვენთვის არის უმუშევრობა და სიღარიბე და სწორედ  ამ ორ საკითხზე უნდა ვკონცენტრირდეთ და სიღარიბის აღმოფხვრაზე, დამარცხებაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მუშაობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართულ პროგრამებზე და აღნიშნა, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მიზნით.

„ამ 30 წლის განმავლობაში, მუდმივად რაღაც  ძიებაში ვართ და ეს ყველაფერი არასწორი ხედვების, არასწორი  გეგმების და არასწორი პოლიტიკის შედეგად. ჩვენი პოლიტიკა, რაც დავიწყეთ, ეს იყო ხალხზე, ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკა. მცირე, საშუალო მეწარმეობის განვითარების მიზნით, უამრავი პროგრამა განვახორციელეთ. ახლა ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა მთელს მსოფლიოში. ოპონენტები გვეტყვიან, რომ  შეიძლება მათთვის  ეს ნაკლებად სასიხარულოა, მაგრამ მესმის მათი. გვაქვს 12,2 პროცენტი ეკონომიკური ზრდა პირველ 7 თვეში,  რაც არის მართლაც უპრეცედენტო და ბოლო 8 წლის  განმავლობაში თუ გადახედავთ, რეგიონში გვაქვს მართლაც სერიოზული ეკონომიკური ზრდა. ჩვენი მიზანი არის, რომ 10 წელიწადში ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის გაორმაგება და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი გახდეს 10 ათას დოლარზე მეტი – ეს არის სავსებით შესაძლებელი, დათვლილი, გააზრებული და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულ პროექტებს განვახორციელებთ. ყველაფერი ის, რაც ჩამოვთვალე,  იმ პროექტების ნაწილია, რომელიც აუცილებლად განხორციელდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან
ახალი ამბები

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

16:13 05-14-2025
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

14:17 05-14-2025
შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას
ახალი ამბები

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

14:11 05-14-2025
თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

13:51 05-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved