• რეკლამა
  • კონტაქტი
01:04, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის მერობისა და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ვაზისუბანში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ

ალია ავტორი - ალია
12:10 09-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახაბერ ლაბუჩიძე ვაზისუბანში, კვაჭანტირაძის #30-ში და ჯუმბერ ლეჟავას ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე კახა კალაძემ  თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა თბილისელებს და მათ კახაბერ ლაბუჩიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. პირველ რიგში, ჯანმრთელობას გისურვებთ. ამ რთულ ვითარებაში ყველამ დავაფასეთ, რამდენად ძვირფასია სიცოცხლე. მთავარია ჯანმრთელად იყოთ თქვენს ოჯახებთან ერთად, სხვა ყველაფერი იქნება. ერთი რამ იცოდეთ, რომ არაფერში დაგაღალატებთ, ამ მხარდაჭერას დავაბრუნებთ, შრომა არ გვეზარება. ოთხი წლის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით და შედეგიც სახეზეა, ეტყობა ცვლილებები ქალაქს. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, მაგრამ ყველაფერს მივხედავთ, მთავარია, ყველანი ჯანმრთელად ვიყოთ.  მე მინდა მოგიწოდოთ, მხარი დაუჭიროთ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა ლაბუჩიძეს, ეს ჩემი პირადი მხარდაჭერაცაა. ერთიანი ძალისხმევით უნდა შევუდგეთ საქმიანობას. ხედავთ, რომ ჩვენ გარდა თბილისზე და აქ არსებულ პრობლემებზე არავინ საუბრობს, შესაბამისად, მე მჯერა, რომ თბილისელები ყველას და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახაბერ ლაბუჩიძემ მოსახლეობასთან ვაზისუბანში განხორციელებული პროექტები შეაჯამა და მათ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ისნის რაიონში ოთხი წელი გამგებელი ვიყავი. თქვენთან ერთად ბევრი პროექტის განხორციელებას ვცდილობდი. ეს სკვერიც, სადაც ახლა ვიმყოფებით, ამის მაგალითია. ის თქვენი სურვილისამებრ მოვაწყვეთ. ხედავდით ადრე როგორ შენდებოდა კორპუსები, არ ითვალისწინებდნენ ბავშვებისთვის დასასვენებელი სივრცეების საჭიროებას. თქვენი ჩართულობით კიდევ ბევრი ასეთი პროექტი გამოგვივიდა. განსაკუთრებით ამაყი ვარ ვაზისუბანში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კუთხით განხორციელებული პროექტებით. მართლაც 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით და ოთხი წლის შემდეგ ვიტყვი, რომ მე და ჩემი გუნდი პირნათელი ვართ თქვენს წინაშე. მადლობა იმ სითბოსთვის, რასაც თქვენგან ყოველდღიურად ვგრძნობ“, – განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრა კვაჭანტირაძის #30-ში გაიმართა, სადაც 290 კვ. მ. ფართობზე დასასვენებელი სივრცე, ბავშვთა გასართობი მოედანი ატრაქციონებით მოეწყო. დამონტაჟდა განათების ქსელი LED სანათებით, განთავსდა საბაღე სკამები და ურნები. ასევე, 160 კვ. მ. ფართობზე მინი სტადიონი მოეწყო, სადაც დამონტაჟებულია ფეხბურთისა და კალათბურთის ფარები.

რაც შეეხება ჯუმბერ ლეჟავას ქუჩას, აქ წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი სრულად განახლდა. „ჯივიპიმ“ 600 მმ. მილი შეცვალა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, გზის გამყოფი კუნძულები, სადაც დაირგო 60 ძირი ცაცხვის ხე,  დამონტაჟდა მიწისზედა ჰიდრანტი. 7 000 კვ. მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. 

შეხვედრას ესწრებოდნენ  კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved