• რეკლამა
  • კონტაქტი
21:26, შაბათი, 2 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ექიმები პაციენტებს მიმართავენ „შავ ბაზარზე“ „ტოცილიზუმაბის“ 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად, გამოძიება უნდა მოხდეს – მინისტრი

ალია ავტორი - ალია
18:56 09-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძე:

„თქვენ იცით, რომ სახელმწიფო პრეპარატ „ტოცილიზუმაბის“გამოყენების ხარჯებს ანაზღაურებს და ასევე, ისიც, რომ პრეპარატის შემსყიდვებელი ხართ თქვენ, კლინიკების ხელმძღვანელები. ძალიან ვწუხვარ, როცა სოციალურ ქსელში და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ჩვენ გვესმის, თუ როგორ მიმართავენ ამა თუ ინ კლინიკის ექიმები პაციენტებს „შავ ბაზარზე“ ამ მედიკამენტის 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ამ ფაქტით სხვადასხვა სტრუქტურები არიან დაინტერესებულები. მათ უნდა გამოიძიონ რატომ ხდება პაციენტების პატრონების იმ კრიტიკულ პერიოდში, როცა მათი ემოციური მდგომარეობა ყველაზე მაღალია, გაგზავნა შავ მომწოდებელთან თუ გამსაღებელთან. მათ 4-ჯერ ძვირად უწევთ ამ პრეპარატის შეძენა, მაშინ როცა ძალიან კარგად ვიცით, თუ რომელ კლინიკებშია მარაგი მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში ყველას აქვს საშუალება მიმართოს კოლეგა ექიმს, კოლეგა კლინიკას იმისთვის, რომ მოხდეს ამ პრეპარატის დაუყოვნებლივ მიწოდება ამ კლინიკისთვის და ამ მედიაციაში სამინისტროს მხრიდან ძალიან ხშირად ვართ ჩართულები.

მე ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ნუღარ დაფიქსირდება მსგავსი ფაქტი. სამინისტრო ყოველთვის დგას თქვენ გვერდით და თუ ვერ ხდება ერთმანეთთან კომუნიცირება, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ეს პრობლემა პაციენტის სასარგებლოდ გადაიჭრას. შევეცადოთ, ექიმების დონეზე ჩავიტანოთ ეს ინფორმაცია. არ არის საჭირო პაციენტის პატრონებზე ემოციური ზემოქმედება, ეს არის ჩვენი ტვირთი, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და სწორედ ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები.

ამასთან, კიდევ ერთი ფაქტი, შარშანდელთან შედარებით, როცა ეს პრეპარატი არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარზეც არ იყო და არ გამოიყენებოდა, ლეტალობის მაჩვენებელი გვქონდა იგივე, დღესაც ლეტალობის მაჩვენებლი არ შემცირებულა. დასკვნა არის ერთი – ეს პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ სწორად შერჩეულ პაციენტზე, სწორი დანიშნულებით. ეს არის კლინიკური ნაწილი და კლინიკურ ნაწილში როგორც საავადმყოფოს მენეჯმენტი, ასევე სამინისტროს მხრიდან მენეჯმენტი არ ერთვება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კარგი პრაქტიკა სამომავლოდაც იქნება შენარჩუნებული“

თეგები: ეკატერინე ტიკარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved