• რეკლამა
  • კონტაქტი
18:28, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც იმართება სააკაშვილის, გვარამიას, ამ დესტრუქციული ძალის და მათი ტელევიზიების მიერ, მიმდინარეობს იმისთვის, რომ მოქალაქეებს მუდმივი შფოთვა ჰქონდეთ, გვესმის ძალიან კარგად, რომ ეს მათი იმედგაცრუებაა, რადგან 7 არჩევნებში სასტიკად დამარცხდნენ

ალია ავტორი - ალია
12:53 09-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

შეხედეთ ტელევიზიებს, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული პროპაგანდა.  ეს არ არის შემთხვევითი, ეს არ არის რაღაც ემოციური ასე ვთქვათ სიუჟეტები და გადაცემები. ეს არის კარგად მოფიქრებული, კარგად გააზრებული, ბოროტულად და ვერაგულად დაგეგმილი მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც იმართება პირდაპირ სააკაშვილის და გვარამიას და მთელი ამ პროვოკაციული, დესტრუქციული ძალის მიერ და მათი ტელევიზიების მიერ, იმისთვის, რომ მუდმივი შფოთვა იყოს საზოგადოებაში, მუდმივი სტრესი, მუდმივი პანიკა და ეს ისტერიკა, რომელიც დაამკვიდრეს ბოლო 8 წლის განმავლობაში ყოველდღიურად, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ბაღდათის მერობის კანდიდატის, კახა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბევრი ადამიანი აანალიზებს სიტუაციას და ხედავს, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისებია.

„ეს ხელოვნურად ინსპირირებული, ხელოვნურად შექმნილი კრიზისები, ეს ალიაქოთები და ხმაური იმისთვის არის ორგანიზებული, რომ მოქალაქეებს მუდმივი შფოთვა ჰქონდეთ, მუდმივი არასტაბილურობის განცდა გაუჩნდეთ და განცდა იმისა, თითქოს სხვა არაფერი ხდება ქვეყანაში, გარდა ამ გაუგებარი პოლიტიკური ბატალიებისა და პოლიტიკური ურთიერთლანძღვის და ცილისწამებების. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის გამოწვევა, რომელიც ახლავს, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ზღვარს სცილდება მათი ეს ზღვარგადასული, ცილისმწამებლური კამპანიები. ითქვას პირდაპირ, მართლაც აუტანელი კამპანიები, რომელიც მიმდინარეობს მათი მხრიდან. გვესმის ძალიან კარგად, რომ ეს მათი იმედგაცრუებაა, იმედგაცრუება იმისა, რომ 7 არჩევნების განმავლობაში სასტიკად დამარცხდნენ, ხალხმა დაამარცხა, ხალხმა უთხრა მათ უარი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის ისიც, რომ სისტემატური, განგრძობითი პროპაგანდის მეშვეობით ისინი ცდილობენ, რომ მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას მოაჩვენონ სიტუაცია ჯოჯოხეთად. ეს ფაშისტების ცნობილი მეთოდი იყო, როცა ასეთი პროპაგანდის საშუალებით ჯოჯოხეთს აჩვენებდნენ სამოთხედ და პირიქით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ამიტომ არის საჭირო უფრო მეტი აქტიური კომუნიკაცია, უფრო მეტი მუშაობა მოსახლეობასთან. ერთ-ერთი მთავარი დავალება მთელი მთავრობის და ჩვენი ხელისუფლების იქნება, რომ 24-საათიანი კამპანია, 24-საათიანი კომუნიკაცია არის საჭირო ჩვენს მოქალაქეებთან. რა თქმა უნდა, მერებს აქვთ ძალიან გამოკვეთილი როლი ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, მერი ყოველთვის უნდა იყოს და იქნება ასეც, მობილიზებული, რომ მოემსახუროს ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ ახლა შევარჩიეთ ახალი კანდიდატი, ბატონი კახა ენუქიძე, რომელიც გახლავთ მერის მოადგილე ამჟამად. მე ასევე მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ გოგსაძეს, რომელიც ღირსეულად ემსახურა თავის მშობლიურ ბაღდათს და ვუსურვო წარმატებები შემდგომ საქმიანობაში და ბატონ ენუქიძეს ვუსურვო წარმატება და გამარჯვება. გამარჯვება იმისთვის, რომ გაიმარჯვოს ბაღდათმა და ბაღდათელებმა“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved