• რეკლამა
  • კონტაქტი
18:58, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა, 170-ზე მეტი სკოლა ავაშენეთ, 250 სკოლის რეაბილიტაცია მოვახდინეთ, ვაშენებთ გზებს, ხიდებს, მიმდინარეობს გაზიფიცირების და წყალმომარაგების პროექტები

ალია ავტორი - ალია
12:50 09-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც აქვს ყველა რეგიონს; შესწავლილი გვაქვს თითოეული რეგიონის პოტენციალი, რესურსები, იქნება ეს წიაღისეული, ტურისტული თუ სხვა  პოტენციალი და ამ ყველაფრის მაქსიმალური  გამოყენება უნდა მოვახერხოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ბაღდათის მერობის კანდიდატის, კახა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით.

„მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს გადანაწილდება, ბუნებრივია, ქვეყნის მასშტაბით, 1300-მდე  ახალი საწარმოს დაფინანსებას ვგეგმავთ  და 300-ზე მეტი  მიმართულებაა განსაზღვრული, რომ  წავახალისოთ ადგილობრივი წარმოება და გახდეს ქვეყანა თვითკმარი და თვითუზრუნველყოფილი, იქნება ეს სოფლის მეურნეობის პროდუქცია, თუ ნებისმიერი სხვა პროდუქცია, რომლის წარმოება ჩვენ შეგვიძლია. ეს არ არის რაღაც  დიდი სირთულე და არ წარმოადგენს  დიდ დაბრკოლებას. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულება არის ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა, რომელიც გამოწვევაა დღეს ქვეყანაში. განათლების მიმართულებით, 170-ზე მეტი სკოლა ავაშენეთ ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში, 250 სკოლის რეაბილიტაცია მოვახდინეთ თანამედროვე, ევროპული სტანდარტის მიხედვით, ვაშენებთ გზებს, ხიდებს, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები გაზიფიცირების მიმართულებით, წყლის პროექტები, რომელიც იყო და არის გამოწვევა ჯერ კიდევ ქვეყანაში. 2025 წლისთვის  ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი, ხარისხიანი წყალი. ბატონი  ირაკლი ქარსელაძე, რომელიც გვესწრება, ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. გზების მიმართულებით, მხოლოდ 17 მილიარდი დაიხარჯება  მთელი ქვეყნის მასშტაბით  გზების საბოლოოდ მოსაწესრიგებლად. ამ ბოლო 8 წლის განმავლობაში, არაერთხელ მითქვამს გამოსვლებში, ჯამში 10 ათასი კილომეტრი გზა დავაგეთ, რეაბილიტირდა, ჩაუტარდა სამუშაოები 10 ათას კილომეტრ გზას, შიდა გზები იქნება ეს საქალაქთაშორისო თუ სხვა, რაც შეეხება მაგისტრალურ გზებს. 150 კილომეტრი ახალი გზის მშენებლობა დასრულდა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვინახულეთ რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოები რაც ძალიან დააჩქარებს გადაადგილებას და გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს კომფორტულად გადაადგილებას. თბილისიდან ბათუმში ჩავალთ 3 საათში, ეს მართლაც ისტორიული, გრანდიოზული, საუკუნის პროექტია. 90-ზე მეტი ხიდი შენდება, 50-ზე მეტი გვირაბი და ასე შემდეგ“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved