• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ საქმით უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი და ძალა, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, ამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს გაკეთებული საქმეები, ის პრინციპები და იდეალები, რომელზეც შეიქმნა ჩვენი პარტია ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ

ალია ავტორი - ალია
12:49 09-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, მართოს ქვეყანა და აიღოს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ბაღდათის მერობის კანდიდატის, კახა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გასული 8 წელი გამორჩეული იყო თავისი მიღწევებით, გამოწვევებით, სირთულეებითაც, მაგრამ აუცილებელია სირთულეების ერრთობლივი ძალისხმევით დაძლევა.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ახლაც არის პანდემია. მინდა აღვნიშნო, რომ ამ გამოწვევასაც ჩვენ საერთო ძალისხმევით დავძლევთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი პროგრამა განვახორციელეთ, დავიწყეთ წარმატებული რეფორმების განხორციელება, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, ინფრასტრუქტურა, ეკონომიკის გაძლიერება, კულტურა, სპორტი, განათლება, ჯანდაცვა. გვაქვს წინსვლა და პროგრესი. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვჭირდება. გაათმაგებული ტემპებით, ჩვენ კიდევ უფრო მეტი საქმე უნდა გავაკეთოთ. ამისთვის საჭიროა, ეს პროცესი იყოს განგრძობადი, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, რომ დაგეგმონ ხვალინდელი დღე. ნებისმიერ მოქალაქეს რომ ვკითხოთ, რა არის მათთვის ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევაა, ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა და, ამასთანავე, სტაბილურობა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სტაბილურობა და განჭვრეტადობა, პროგნოზირებადობა. ადამიანს უნდა გავუჩინოთ განცდა და რწმენა იმისა, რომ ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი და მხოლოდ სიტყვებით ამის მიღწევა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ჩვენ საქმით უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი და ძალა, რომ რა თქმა უნდა, ხვალინდელი დღე იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის დღევანდელი დღე. ამ ოპტიმიზმის საფუძველს, ბუნებრივია, მაძლევს ის გაკეთებული საქმეები, ჩვენი ძლიერი გუნდი და ერთობა, რომელიც ჩვენს დიდ პარტიას გააჩნია. ის ღირებულებები, ის პრინციპები და იდეალები, რომელზეც დგას და შეიქმნა ჩვენი პარტია ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ. სწორედ ამ იდეალებით, ამ პრინციპებითა და ფასეულობებით მოვდივართ დღემდე და ასე გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მართვას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობა.

„ეს არის სწორედ იმ არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც დავიწყეთ 90-იანი წლებიდან და თანდათანობით გაგრძელდა ქვეყნის ნგრევა, ის კატასტროფული შედეგი, რომელიც დადგა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კატაკლიზმებს გავუძელით, ძალიან ბევრი ბარიერი და სირთულე გადავლახეთ, ახლა საჭიროა კონცენტრირება მხოლოდ პროგრესზე, მხოლოდ განვითარებაზე და საქმეზე, შრომა არის მთავარი გამოსავალი, ერთად უნდა ვიშრომოთ, ბევრი საქმე უნდა ვაკეთოთ და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ბოლომდე მხარში დაუდგეს.

გვაქვს სერიოზული გეგმები, შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების ხედვაც, თუ როგორ განვავითაროთ კიდევ უფრო მეტად სოფლის მეურნეობა. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივებით, დავიწყეთ რეალურად სოფლის მეურნეობის განვითარება. მთავრობის მიერ უკვე დახარჯული და ინვესტირებულია 2 მილიარდ ლარზე მეტი. ასევე, ამ პროცესში ჩართულია კერძო სექტორი. უამრავი პროექტი, როგორიცაა მაგალითად „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, ამ პროგრამების შედეგია ის, რომ დღეს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს მართლაც არის გამონაკლისი მთელს რეგიონში, თუ გადავხედავთ მაჩვენებლებს, მართლაც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ. რა თქმა უნდა, ეს აისახა ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ასევე, ჩვენ ვაპირებთ, მაქსიმალურად გავაფართოოთ ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც ჩამოვთვალე.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში. მხოლოდ ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად და წასახალისებლად 2,5 მილიარდი დაიხარჯება, თანაც იმგვარად, რომ ყველა რეგიონზე იქნება მორგებული იმ რეგიონისთვის შესაფერისი პროექტები და პროგრამები. ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ შევქმნით ახალ ტურისტულ ლოკაციებს. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც აქვს ყველა რეგიონს“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved