• რეკლამა
  • კონტაქტი
10:52, ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საკეისროს შემდეგ, კოვიდიანი დედის სიკვდილის რისკი იზრდება 13-ჯერ…” – რას წერს რევაზ ბოჭორიშვილი ინფიცირებული ორსულების რისკებსა და უახლეს კვლევებზე

ალია ავტორი - ალია
12:02 09-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

საფ­რან­გეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი, რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პი­რად გვერ­დზე კო­ვი­დით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ორ­სუ­ლე­ბის­თვის სა­კე­ის­რო კვე­თის რის­კებ­ზე სა­უბ­რობს და თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბის შე­დე­გებს გვი­ზი­ა­რებს:

“დღეს მე­გობ­რის გვერ­დზე ამო­ვი­კი­თხე, კი­დევ ერთი კო­ვი­დით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ორ­სუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლა, სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დგომ. არა­ნა­ი­რად არ ვა­პი­რებ კონ­კრე­ტუ­ლი ტრა­გე­დი­ის გან­ხილ­ვას. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე, დღე­ი­სათ­ვის უკვე კარ­გად ცნო­ბილ ფაქტს მო­ვიყ­ვან.

დღეს უკვე ბევ­რი კვლე­ვა ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ კო­ვი­დით და­ა­ვა­დე­ბულ ორ­სუ­ლებ­ში უფრო მეტი გარ­თუ­ლე­ბა (დე­ტა­ლუ­რად არ ჩა­მოვ­თვლი) ვი­თარ­დე­ბა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბაც ბევ­რად უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე ორ­სუ­ლებ­ში, რო­მელ­თაც კო­ვი­დი არ ჰქო­ნი­ათ. სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა, 18 ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, აჩ­ვე­ნებს რომ დე­დის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა იზ­რდე­ბა 22-ჯერ! ეს კვლე­ვა იმი­თაც არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ ნა­ნა­ხია კო­რე­ლა­ცია ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე­სა და გარ­თუ­ლე­ბებს შო­რის. და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის ქვეყ­ნებ­ში უფრო ხში­რია გარ­თუ­ლე­ბე­ბი კო­ვი­დი­ან ორ­სუ­ლებ­ში.

https://jamanetwork.com/…/jamapedia…/fullarticle/2779182

თა­ვად სა­კე­ის­რო კვე­თა უფრო სა­რის­კოა კო­ვი­დი­ან ორ­სუ­ლებ­ში. ეს­პა­ნუ­რი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დგომ კო­ვი­დი­ა­ნი დე­დის კლი­ნი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის რის­კი იზ­რდე­ბა 13-ჯერ, კო­ვი­დის გა­რე­შე სა­კე­ის­როს­თან შე­და­რე­ბით. სტა­ტია 2020 წლის ივ­ნი­სით თა­რიღ­დე­ბა, ანუ 1 წე­ლი­წად­ზე მე­ტია ეს ცნო­ბი­ლია და სხვა კვლე­ვე­ბიც, უფრო ახა­ლი, ამას ადას­ტუ­რებს.

https://jamanetwork.com/journals/jama/fullarticle/2767206

დიდი ამე­რი­კუ­ლი კვლე­ვა, რო­მე­ლიც არა სა­კე­ის­როს, არა­მედ ზო­გად ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ებს ეხე­ბა, ას­კვნის, რომ კო­ვი­დით და­ა­ვა­დე­ბის ფონ­ზე ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­თხვე­ვა­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა იზ­რდე­ბა 2-ჯერ.

https://jamanetwork.com/…/jamanetwo…/fullarticle/2778455

სხვა კვლე­ვე­ბიც მსგავს შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებს და დღეს აღი­ა­რე­ბუ­ლია, რომ რე­ა­ლუ­რად გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის გარ­და, კო­ვი­დის ფონ­ზე ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია არ უნდა ჩა­ტარ­დეს. და რის­კე­ბი იმ­დე­ნად სა­ო­პე­რა­ცი­ოს გუნ­დის­თვის კი არ არ­სე­ბობს, არა­მედ თა­ვად პა­ცი­ენ­ტი­სათ­ვის.

და ესაა დიდი პრობ­ლე­მა სა­კე­ის­როს შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაა. ხან­მოკ­ლე და ნაკ­ლე­ბად ტრავ­მუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც ქი­რურ­გი­აა. ხოლო კო­ვი­დით თუ კო­ვი­დის გა­რე­შე, არ­სე­ბობს სა­კე­ის­რო კვე­თის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩვე­ნე­ბე­ბი, სა­მე­ა­ნო, რომ­ლე­ბიც კო­ვიდ­თან ერ­თად არ გამ­ქრა­ლა, პი­რი­ქით, გა­ი­ზარ­და კო­ვი­დის გამო.

დე­დის კო­ვი­დის დამ­ძი­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნა­ყო­ფის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­კე­ის­რო შე­იძ­ლე­ბა ერ­თად ერთი გა­მო­სა­ვა­ლი გახ­დეს. ეს სრუ­ლი­ად ახა­ლი რე­ა­ლო­ბაა. ამი­ტომ, არა­ნა­ი­რად არ ვა­პი­რებ გარ­ჩე­ვას, გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო თუ არა სა­კე­ის­რო. არც კონ­კრე­ტუ­ლი დე­ტა­ლე­ბი ვიცი და არც ამ სივ­რცე­შია ეს გა­სარ­ჩე­ვი. ის კი ვიცი, რომ უმი­ზე­ზოდ სა­კე­ის­როს არ გა­ა­კე­თებ­დნენ.

უკვე გროვ­დე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი აც­რი­ლი ორ­სუ­ლე­ბის კო­ვი­დით და­ა­ვა­დე­ბის სტა­ტის­ტი­კა­ზე. სულ ორი­ო­დე კვი­რის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვა მე­ი­ოს კლი­ნი­კი­დან (აშშ-ს ერთ ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კლი­ნი­კა) ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს აც­რის დამ­ცველ როლს. აც­რილ ორ­სუ­ლებ­ში კო­ვი­დით და­ა­ვად­და 1,4%, აუც­რე­ლებ­ში კი 11,3%

https://www.ajogmfm.org/…/S2589-9333(21)00162-2/fulltext

რა დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა ამ ფაქ­ტე­ბის და არა ვა­რა­უ­დე­ბი­სა თუ ჰი­პო­თე­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე? კო­ვი­დი არ უნდა შეხ­ვდეს ორ­სულს და კო­ვი­დის დამ­ძი­მე­ბის გამო, სა­კე­ის­რომ­დე არ უნდა მი­ვი­დეს საქ­მე. გა­დამ­წყვე­ტია ორ­სუ­ლე­ბის დაც­ვა კო­ვი­დის­გან და ეს დღეს ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის პი­რუთ­ვნელ შეს­რუ­ლე­ბას­თან ერ­თად ვაქ­ცი­ნა­ცი­ით შე­იძ­ლე­ბა. ორი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ მე­ო­რე გან­სა­კუთ­რე­ბით. (იხი­ლეთ ბოლო კვლე­ვა). ორ­სუ­ლე­ბის არ აც­რის­კენ მო­წო­დე­ბე­ბი არა­ნა­ი­რად არ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი, არც მეც­ნი­ე­რუ­ლად და არც ეთი­კუ­რად”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025

ბიზნესი

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

მიკრობანკმა “ემბისიმ”, თიბისი კაპიტალის ხელშეწყობით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 21.3 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

16:27 05-13-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:53 05-13-2025
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:37 05-13-2025
„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved