• რეკლამა
  • კონტაქტი
18:40, ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლევან ივანაშვილი – იყო საჩხერის მერი, დიდი პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა

ალია ავტორი - ალია
19:51 09-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
132

,,იყო საჩხერის მერი,  დიდი პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ საჩხერის მერობის კანდიდატმა ლევან ივანაშვილმა წარდგენაზე.

მერობის კანდიდატის განცხადებით, საჩხერეში ბევრი რამ გაკეთდა ბიძინა ივანიშვილის მიერ, რამაც საჩხერეს სხვა შესაძლებლობები გაუჩინა.

„სწორედ ამ სიკეთეებმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საჩხერეში გააკეთა, მოგვცა სხვა შესაძლებლობები, რომ  ფართო ასპარეზზე გავსულიყავით ჩვენს გუნდთან ერთად. შევძელით მიგვეღწია იმ შედეგისთვის,  რომ ყველა სოფელში ყოფილიყო მობეტონებული და მოასფალტებული ცენტრალური გზა.  ყველა სოფელში დავიწყეთ წყალმომარაგების მოწესრიგება, ზოგიერთ სოფელში  სამუშაოები ახლაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.  ორი დიდი სოფლის მოსახლეობას ამ მიმართულებით მალე გავახარებთ. დარწმუნებული ვარ, ჩემი გამოცდილება ,,ქართულ ოცნების’’ გუნდთან ერთად, იმ ადამიანებთან, ვისაც საჩხერეში უმუშავია, ძალიან ბევრი სიკეთეს მოუტანს საჩხერეს.

მეც, საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში დავიბადე და გავიზარდე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავბრუნდი მშობლიურ მხარეში და მოღვაწეობა გავაგრძელე  სოფელი ჭორვილისა და  საირხის საჯარო სკოლებში. თუმცა, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოდიოდა და მას  მოქალაქეობა ჩამოართვეს, ეს ფაქტი გავაპროტესტე და ერთი წელი იძულებით დასვენება მომიწია. 2014 წლიდან გახლდით საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ამჟამად მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ვარ. თითქმის ყველა არჩევნებზე საჩხერეში „ქართული ოცნების“  შტაბის უფროსი ვიყავი. ამიტომ,  ჩემს გუნდთან ერთად, ნამდვილად ვიცი, რა პრობლემებია საჩხერეში. „ქართული ოცნების“ გუნდს, ნამდვილად შეუძლია ამ პრობლემების გადაჭრა. პარტია, რომელიც ჩვენი რაიონის ღირსეულმა წარმომადგენელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა, კიდევ ერთხელ გვასახელებს  2 ოქტომბერს არჩევნებში. აკაკის, პაოლოს, მუხრანის, ჯურხა ნადირაძისა და ლაშა ტალახაძის სამშობლოში,  არ შეიძლება ჩვენი გუნდის პრიორიტეტი არ იყოს განათლება, კულტურა და სპორტი. იმედია, პანდემია მალე დასრულდება  და ეს დარბაზი მალე აღიდგენს იმ ფუნქციას, რა ფუნქციაც აკისრია.

მინდა „ქართული ოცნების“  მაჟორიტარობის ღირსეული კანდიდატები წარმოგიდგინოთ: გივი კუჭაშვილი, მარინა წერეთელი, იოსებ-ბადრი გოგიტაძე, იაგო ბერიძე, ტარიელ ხვედელიძე, მამუკა ბედიანიძე, კობა ხვედელიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, დავით მაჭარაშვილი, გაიოზ-გიზო დავაძე, ანტონ კერესელიძე“ – განაცხადა ლევან ივანაშვილმა.

თეგები: ლევან ივანაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved