• რეკლამა
  • კონტაქტი
12:20, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – რიკოთის მონაკვეთზე გრანდიოზული მშენებლობა ჯდება 2,6 მილიარდი, ეს არის საუკუნის პროექტი, 90-ზე მეტი ხიდი, 50-ზე მეტი გვირაბი შენდება, თბილისიდან ბათუმში 3 საათში ჩავალთ

ალია ავტორი - ალია
12:16 09-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ჩვენ ერთის მხრივ,  უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული, აწმყო შევაფასოთ კარგად და ყოველთვის უნდა ვიფიქროთ   მომავალზე; მე ჩამოვთვალე დარგები  და სექტორები, ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გაათმაგებული ტემპებით არის მუშაობა ჩასატარებელი და მასშტაბები უნდა გაფართოვდეს, უნდა გაიშალოს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომ შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, რომ ყველგან, ყველა მუნიციპალიტეტში შევიდეთ და ყველა ის პროგრამა, პროექტი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა ინიცირებული, ყველგან შევიტანოთ და ბევრმა ოჯახმა, რაც შეიძლება ბევრმა ფერმერმა უნდა ისარგებლოს ამ პროგრამებით. ჩვენ მათ დავეხმარებით მიწების დამუშავებაში, დათესვაში, ყველაფერში, ვასწავლით, გადავამზადებთ იმისთვის, რომ სიღარიბე დავძლიოთ ყველამ ერთად და   7 მილიარდი მოხმარდება ამ დიდი მიზანს. მეორეს მხრივ, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი, რომ აღარ ვიყოთ დამოკიდებული იმპორტირებულ საქონელზე და ჩვენ დავიწყოთ რეალურად ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციით თვითუზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის. მეორე მიმართულება ეს იქნება ადგილობრივი წარმოების განვითარება და ვიმყოფებით რა ზესტაფონში, ამ მართლაც საამაყო ინდუსტრიულ ქალაქში, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა წარმატებული დარგებით, ინდუსტრიით, რეალური ეკონომიკის   მუშაობით, გვესმის კარგად, რომ ეს არის გასაკეთებელი. რეალური ინდუსტრიის განვითარებას ხელი უნდა შევუწყოთ. მომდევნო სამი წლის განმავლობაში  ორი მილიარდ 500 მილიონი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ მთავრობა და კერძო სექტორი ერთად, 1000-ზე მეტი საწარმოს დაფინანსებას, დარგები გავაფართოვეთ, დაახლოებით 300-ზე მეტი დარგი  იქნება დაფინანსებული. მინიმუმ 100 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება ამ ახალი პროგრამების შედეგად, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა ინფრასტრუქტურის მიმართულებით, გზების მშენებლობა, წყალგაყვანილობა. 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი, გამართული წყალმომარაგება. ასევე, დღეს გამოწვევად რჩება 3 ათას სოფელში მაგალითად, კიდევ ვიმეორებ ხარისხიანი სასმელი წყალი, რაც რა თქმა უნდა ჩვენი სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში  ჩვენს მოსახლეობას არ აქვს სასმელი წყალი. ასევე სირცხვილი იყო, რომ 2012-წლამდე, მაგალითად ცენტრამდე მისასვლელი სულ რამდენიმე გზა არსებობდა  კეთილმოწყობილი, მხოლოდ იმერეთის რეგიონში 2000 კილომეტრზე მეტი გზების რეაბილიტაცია შევძელით ბოლო რვა წლის განმავლობაში და ჯამში 10 ათასი კილომეტრი გზის – ძველი და ახალი გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მოვახერხეთ, 10 ათასი კილომეტრის,  150  კილომეტრზე მეტი  ავტობანის მშენებლობა დავასრულეთ. ჩვენ გუშინ მოვინახულეთ რიკოთის მონაკვეთზე გრანდიოზული მშენებლობა, რომელიც ჯდება 2  მილიარდ 600 მილიონი, ეს არის საუკუნის პროექტი, მართლაც ძალიან მასშტაბური, ძალიან რთული  პროექტები ხორციელდება, 90-ზე მეტი ხიდი,  50-ზე მეტი გვირაბი შენდება და  მართლაც უნიკალური  იქნება, თბილისიდან ბათუმში ჩავალთ 3 საათში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved