• რეკლამა
  • კონტაქტი
19:49, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ 7 არჩევნებში და ქართველ ხალხთან ერთად მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს ყველა მიმართულებით, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი კონცენტრაცია მიმართული იქნება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის განვითარებაზე

ალია ავტორი - ალია
12:00 09-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენმა დიდმა ოჯახმა, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი გზა განვლო; ჩვენ ყველამ ერთად ღირსეულად გავიმარჯვეთ 7 არჩევნებში და ქართველ ხალხთან ერთად მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ყველა მიმართულებით ჩვენ რეალურად წინსვლა და პროგრესი შემოვიტანეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა რჩება და მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე.

„ჩვენი მთავარი ამოცანა მომდევნო წლების განმავლობაში, მხოლოდ ამ მთავარ მიზანზე იქნება აქცენტირებული და ჩვენი კონცენტრაცია მიმართული იქნება სწორედ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის განვითარებაზე. ბოლო 8 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ბევრი რეფორმა გაატარა, ბევრი საქმე გააკეთა. იმერეთის რეგიონი რომ ავიღოთ, 4 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა ათასობით პროექტზე, იქნებოდა ეს გზების მშენებლობა, წყალგაყვანილობა, გაზიფიცირება, უამრავი სამუშაო, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩატარდა, თუნდაც აქ, ზესტაფონში, მოქმედი მერის, ბატონი გიორგის ხელმძღვანელობით. მინდა, მას მივესალმო და კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო ამ ღირსეული კაცის მიმართ, რომელიც ბოლომდე დაიხარჯა და ღირსეულად ემსახურა თავის ზესტაფონს და ზესტაფონელებს. ვახსენეთ რა ბატონი გიორგი, მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ეს კაცი არის მაგალითი და სახე ღირსების, ბრძოლის, თავდადების, შეუპოვრობის. კაცი, რომელიც ყოფილმა მჩაგვრელმა, სადისტმა ხელისუფლებამ დაიჭირა უსამართლოდ და უმოწყალოდ მოექცა ციხეში. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულია. თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი, ათასობით ოჯახი განადგურდა წინა ხელისუფლების დროს“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved