“ქართული ოცნების” პროპორციული სიის წარდგენა
პრორციული სია, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წარადგინა და თქვა:
“2 ოქტომბრის არჩევნებამდე 1 თვე რჩება და მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო კამპანია მაქსიმალურად პროდუქტიულად წავმართოთ. აქტიურ კომუნიკაციაში ვიყოთ საზოგადოებასთან გავაცნოთ ჩვენი გეგმები, პროგრამა და პროექტები, გავაცნოთ საკრებულოს წევრობის კანდიდატები, ვინც, მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად, აქტიურად იქნება ჩართული თბილისის აღმშენებლობასა და განვითარებაში
გარწმუნებთ, საკრებულოში, ჩვენი გუნდი, პროფესიონალი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული. ადამიანებით, ვისაც უყვარს თავისი ქალაქი. ამ ადამიანებს საპასუხისმგებლო მისია ექნებათ შესასრულებელი.”
კომენტარები