• რეკლამა
  • კონტაქტი
12:38, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბაიდენი: სხვა ქვეყნების შესაცვლელად დიდი სამხედრო ოპერაციების ერა სრულდება

ალია ავტორი - ალია
12:52 09-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Democratic presidential candidate former Vice President Joe Biden speaks Wednesday, Nov. 4, 2020, in Wilmington, Del. (AP Photo/Carolyn Kaster)

Democratic presidential candidate former Vice President Joe Biden speaks Wednesday, Nov. 4, 2020, in Wilmington, Del. (AP Photo/Carolyn Kaster)

Facebook-ზე გაზიარება
22

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 31 აგვისტოს გამოვიდა სიტყვით და ავღანეთის დატოვებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ის შეეხო ისეთ თემებს, როგორიც იყო ამერიკის სახელმწიფო ინტერესები, მომავალი საფრთხეები, ავღანეთში ჩატარებული ოპერაციების ხარჯები, ამ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილების ავ-კარგობა და ა.შ. პრეზიდენტი ბაიდენის თქმით, სხვა ქვეყნების შესაცვლელად დიდი სამხედრო ოპერაციების ჩატარების ეპოქა სრულდება.

“ქაბულში, გასულ ღამეს აშშ-მ დაასრულა ავღანეთის 20-წლიანი ომი – ყველაზე ხანგრძლივი ომი ამერიკის ისტორიაში. ჩვენ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი საევაკუაციო მისია ჩავატარეთ, 120 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაციით. ეს რიცხვი იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე ექპერტებს ეგონათ, რომ შესაძლებელი იქნებოდა. ისტორიაში არც ერთ ერს, არც ერთ ერს არ გაუკეთებია მსგავსი რამ” – თქვა ჯო ბაიდენმა ევაკუაციის მისიასთან დაკავშირებით. 

ჯო ბაიდენის თქმით, ავღანეთში ჯერ კიდევ არის ასიოდე ამერიკის მოქალაქე, რომელთაც ავღანეთის მოქალაქეობაც აქვთ და ქვეყნის დატოვება სურთ. მისი თქმით, აშშ განაგრძობს ავღანეთიდან ქვეყნის დატოვების მსურველთა გამოყვანის მცდელობებს. 

ჯო ბაიდენმა ისაუბრა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობაზეც, რომელიც რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. 

“ის დაშვება, რომ ავღანეთის მთავრობა ჯარების გაყვანის შემდეგ, რაღაც პერიოდის განმავლობაში გაძლებდა, არასწორი გამოდგა” – თქვა ჯო ბაიდენმა.

“მარტივი გადაწყვეტილების წინაშე ვიყავით: გავყოლოდით წინა [ტრამპის] ადმინისტრაციის ნაბიჯებს და ავღანეთი დაგვეტოვებინა, ან გვეთქვა რომ არ მივდიოდით და ათიათასობით სამხედრო ომში დაგვებრუნებინა. ეს იყო არჩევანი, ნამდვილი არჩევანი, დატოვებასა და ესკალაციას შორის. მე არ ვაპირებდი გამეგრძელებინა ეს სამუდამო ომი და არ ვაპირებდი გამეგრძელებინა დატოვების სამუდამო პროცესი.” – თქვა ჯო ბაიდენმა ავღანეთის დატოვების გადაწყვეტილებაზე. ასევე მან ფაქტობრივად გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაცია, რომ მათ მიერ თალიბანთან დადებული შეთანხმების შედეგად 5000 თალიბი გაათავისუფლეს და როდესაც აშშ-ს სათავეში ბაიდენის ადმინისტრაცია მოვიდა, ეს დაჯგუფება 2001 წლის შემდეგ ძლიერების მწვერვალზე იყო. 

ჯო ბაიდენი შეეხო კრიტიკას ევაკუაციის პროცესის დაგვიანებით დაწყებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს ოპერაცია ივლისში ან ივნისში რომ დაწყებულიყო, ქაბულის აეროპორტში მაინც მსგავსი ქაოსი შეიქმნებოდა და იგივე რისკების წინაშე იდგებოდნენ. 

პრეზიდენტი ბაიდენის თქმით, მისი მოვალეობაა ქვეყანა დაიცვას 2021 წლის საფრთხეებისგან და არა 2001 წლის. მას დაჯგუფება ალ-კაიდა, რომელმაც 2001 წლის 11 სექტმებრის ტერაქტი მოაწყო, განადგურებულად მიაჩნია.

“ვინც ავღანეთში ომის კიდევ ერთ დეკადას ითხოვდა, მათთან შეკითხვა მაქვს: “რა არის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესი. ჩემი გადმოსახედიდან ეს ერთია: ავღანეთი მეორედ ვერასდროს იქნას გამოყენებული ჩვენს სამშობლოზე თავდასასხმელად.

გახსოვთ რატომ შევედით ავღანეთში პირველ რიგში? რადგან ჩვენ თავს დაგვესხა ოსამა ბინ ლადენი და ალ-კაიდა 2001 წლის 11 სექტემბერს და ისინი ავღანეთში იყვნენ ბაზირებული. ბინ ლადენზე სამართალი 2011 წლის 2 მაისს აღვასრულეთ, ათწლეულის წინ. ალ-კაიდა გავანადგურეთ.

თქვენ თავს კითხეთ: 2001 წლის 11 სექტემბერს ავღანეთის ნაცვლად იემენიდან რომ დაგვსხმოდნენ თავს, ავღანეთში ომს დავიწყებდით, მიუხედავად იმისა, რომ 2001-ში ავღანეთს თალიბანი აკონტროლებდა? მგონია, რომ გულახდი პასუხი არის “არა”. იმიტომ, რომ ავღანეთში არ გვქონია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესი, გარდა იმისა, რომ აღგვეკვეთა ჩვენზე და ჩვენს მეგობრებზე თავდასხმები. და დღეს ასეა. 

ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ იმაში, რისთვისაც ავღანეთში ათწლეულზე მეტი ხნის წინ ჩავედით. შემდეგ კიდევ ერთი ათწლეული დავრჩით. ომის დამთავრების დრო იყო.” – ამბობს ბაიდენი აშშ-ს ეროვნულ ინტერესებზე ავღანეთში.

ჯო ბაიდენმა ისაუბრა 2021 წლის საფრთხეებზე, ახსენა სხვა ტერორისტული დაჯგუფებები, რომლებიც “მსოფლიოში მეტასტაზებივით გავრცელდა”. მისი თქმით, ტერორიზმის მხრივ, ამჟამინდელი საფრთხეებია ალ-შაბააბი სომალში, ალ-კაიდასთან კავშირში მყოფი დაჯგუფებები არაბეთის ნახევარ-კუნძულსა და სირიაში, ISIS-ი, რომელსაც სირიასა და ერაყში სახალიფოს შექმნა სურს და მოკავშირე დაჯგუფებებს აარსებს აფრიკასა და აზიაში. ბაიდენმა ახსენა ჩინეთისა და რუსეთის საფრთხეებიც.

ასევე იგი დაემუქრა ISIS-K-ს, დაჯგუფებას, რომელმაც ქაბულის აეროპორტში აფეთქება მოაწყო და 200-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. “ISIS-K-სთან საქმე ჯერ არ დაგვისრულებია” – თქვა ბაიდენმა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ჯო ბაიდენი შეეხო, იყო აშშ-ს მისიების მიზნების გადაფასება. მისი თქმით,  სხვა ქვეყნების შესაცვლელად დიდი სამხედრო ოპერაციების ჩატარების ერა დასრულებულია.

“ჩემთვის ორი რამ არის მნიშვნელოვანი. პირველი, მისიებში უნდა დავისახოთ ცხადი, მიღწევადი მიზნები, არა ისეთები, რომელთაც ვერასდროს მივაღწევთ. და მეორე, ჩვენ აშშ-ს ფუნდამენტურ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული.

ავღანეთზე გაკეთებული გადაწყვეტილება მხოლოდ ავღანეთს არ ეხება. ეს ეხება ქვეყნების შესაცვლელად დიდი სამხედრო ოპერაციების ხანის დასრულებას”. – თქვა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ავღანეთში კონტრტერორიზმის მისია ამბოხების საწინააღმდეგო მისიად და ერის შენების პროცესად იქცა. ასევე იგი დაემუქრა ყველას, ვინც აშშ-ს ზიანის მიყენებას უსურვებდა. ისაუბრა ხარჯებზეც, რომელსაც აშშ ავღანეთში 20 წლის განმავლოვაში ხარჯავდა. 

“სიტყვას გაძლევთ, მწამს, რომ ეს სწორი, ბრძნული და საუკეთესო გადაწყვეტილებაა ამერიკისთვის” – თქვა ბაიდენმა სიტყვის ბოლოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved