• რეკლამა
  • კონტაქტი
14:01, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მე მოგიყვებით სიკვდილზე გამარჯვების ისტორიას ისტორიას – იმედის დაკარგვის, წარმოუდგენელი სევდის და მალევე იმედის დაბრუნებისა და სევდიანი თვალების ღიმილის თვალებად გადაქცევის კოტესეულ ისტორიას

ალია ავტორი - ალია
12:34 09-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
464

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის საკრებულოს, გლდანის მაჟორიტარი კანდიდატის, კოტე ზარნაძის შესახებ, მისი ცოლის და მარიამ ხორგუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:“მე მოგიყვებით სიკვდილზე გამარჯვების ისტორიას. ისტორიას- იმედის დაკარგვის, წარმოუდგენელი სევდის და მალევე იმედის დაბრუნებისა და სევდიანი თვალების ღიმილის თვალებად გადაქცევის კოტესეულ ისტორიას,რომელმაც დამანახა რომ ამ ბიჭისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის. დარწმუნებული ვარ, ამ ამბის გახსენებით მის გაბრაზებას გამოვიწვევ, მაგრამ მაინც აუცილებლად დავწერ კოტეს მიზანდასახულობისა და ბრძოლისუნარიონობის შესახებ: სულ რაღაც 5 წლის წინ, 2016 წელს, ერთი შეხედვით სრულიად ჯანმრთელ კოტეს, რომელიც უკვე 2 წლის ბარბარეს და 9 თვის მარიამის მამა იყო მძიმე დაავადება, ლეიკემია დაუდგინდა. ამბით შოკირებული ოჯახი იძულებული გავხდით თანადგომისთვის საზოგადოებისთვის მიგვემართა, თითქმის 1 წლის განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია ყველასთან, ვისაც დახმარება შეეძლო, სააგენტოებთან, ტელევიზებთან, ყველა სფეროს ცნობილ სახესთან. ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, საზოგადოების დახმარებით, კოტე გამოჯანმრთელდა, თუმცა ეს შედეგი ვერ დადგებოდა, რომ არა კოტეს სულისკვეთება და ბრძოლისუნარიანობა, ყოველდღიურად ვესაუბრებოდით, ესაუბრებოდა ყველა – დედამისი, სანდრა, შვილები – ის მაინც საკუთარი პოზიტიური თვალებით იმედს გვაძლევდა და ჩვენ გვაძლიერებდა.შეუძლებელია ამ ამბის სრულად მოყოლა, შეუძლებელია იმ ემოციის გამოხატვა, რაც ჩვენ ოჯახებში იმ დროს ტრიალებდა, ერთ წლიანი ბრძოლა წარმატებით დასრულდა – ჩვენ ფონს გავედით, კოტემ გაიმარჯვა, კოტემ ამ ვერაგ დაავადებას ბრძოლა მოუგო, ის ახლიდან დაიბადა და მისცა მოტივაცია ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ საშინელი დაავადების პირისპირ დგას, მისცა მოტივაცია დედებს, რომლებიც იმედდაკარგული თვალებით უყურებენ საკუთარ შვილებს.ამგვარად, ამ ბრძოლის შემდეგ, კოტე ჩამოყალიბდა ადამიანად, რომლისთვისაც არ არსებობს გადაულახავი გამოწვევა. მას უყვარს ხალხი, ხალხი, რომელიც გასაჭირში გვერდით დაუდგა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ ახალი ბრძოლის წარმატებით დასრულებაში.მე დარწმუნებული ვარ, რომ კოტე ამ ბრძოლიდანაც გამარჯვებული გამოვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ კოტე ამ ხალხს არასდროს გაუცრუებს იმედს, ისევე როგორც, ჩვენ, ოჯახს არ გაგვიცრუა იმედი. #კოტეიგებს !!! Kote Zarnadze “ – წერს მარიამ ხორგუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved