• რეკლამა
  • კონტაქტი
12:30, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სირცხვილი მოსვენებას არ მაძლევს, რომ მეც ოცნება მერქვა” – დავით უსუფაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:00 09-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

“მე ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, რომელსაც სირცხვილი მოსვენებას არ მაძლევს, რომ მეც “ოცნება“ მერქვა,” – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, “ივანიშვილის რეალური წასვლის დრო” დადგა, რადგან მან ქვეყნის მართვა ვერ შეძლო.

“აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა, ეს შეცვლა სჭირდება ქართველ ხალხს. „ოცნების“ მხარდამჭერებს შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად სჭირდება ხელისუფლების შეცვლა იმიტომ, რომ რაც დრო გადის, მით უფრო სამარცხვინო ხდება უკან მოხედვა. მე ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, რომელსაც ეს სირცხვილი მოსვენებას არ მაძლევს, რომ მეც ოცნება მერქვა. მეც თანამონაწილე ვიყავი იმ რაღაც პროცესის, რომლის დასაწყისი იყო სრულიად სხვა, მიზნები იყო სრულიად სხვა.

ივანიშვილმა მიიღო მთავარი არასწორი გადაწყვეტილება, ქვეყანა ჩააბარა ხალხს, რომელიც თავად ჰყავდა გაყრილი საკუთარი გუნდიდან არაკომპეტენტურობის და შეუსაბამობის გამო თანამდებობებისთვის. ის თუ ახლა ცდილობს, რომ ხელი დაიბანოს, აქ სხვა ბიჭებმა, რომლებსაც ბევრი ჭკუა არ მოეკითხებათ სახელმწიფოებრივ საკითხებში, დააქციოს „ოცნება“ და ის მშრალზე დარჩეს, ეგრე არ გამოვა, რას ჰქვია წავიდა, სად წავიდა? ვინ დაგვიტოვა? ან გახარია, რომ გადადგა სად გადადგა? მან არ მოიყვანა ეს ხალხი ერთი წლის წინ საპარლამენტო არჩევნებით? ეგრე მარტივი არაა, რომ „მე წავედი“. ბიძინა ივანიშვილის რეალური და სწორი წასვლის დრო დადგა. ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან წასული არ მჭირდება, მე ხელისუფლებიდან წასული მჭირდება იმიტომ, რომ ვერ შეძლო ქვეყნის მართვა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved