• რეკლამა
  • კონტაქტი
21:09, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიგი უგულავა: შსს არ მაძლევს ცნობას, რაც აუცილებელია ფოთში ჩემი რეგისტრაციისთვის

ალია ავტორი - ალია
18:16 08-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

პოლიტიკოსი გიგი უგულავა აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოთში მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობას არ აძლევს. კერძოდ, ცნობა არ გასცა შსს-ს მომსახურების სააგენტომ. ამის შესახებ ის ფეისბუქის გვერდზე წერს:

“შსს არ მაძლევს ცნობას, რაც აუცილებელია ფოთში ჩემი რეგისტრაციისთვის. ადგილზე საერთოდ არც უარის ქაღალდს მაძლევენ. ახლა მივდივარ ადგილზე. რამ შეგაშინათ ასე თქვე უდღეურებო, გასაგებია რამაც შეგაშინათ. წასხმის შიში რას არ გაგაკეთებინებთ. ასე არ დავტოვებ ამას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ხომ კარგად ხართ. უკვე პირდაპირ ლუკაშენკოს მილიციას ბაძავთ”.

ფორმულასთან საუბარში გიგი უგულავა “პოლიტიკურ დავალებას” უწოდებს იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ.

მისივე თქმით, მსგავსი ცნობა მომსახურების სააგენტომ მისთვის შარშანდელ არჩევნებზე ჩვეულებრივ გასცა, წელს კი არგუმენტად მოჰყავთ 126 [ძალადობის] მუხლი ძიუდოისტის ცემის საქმიდან.

“რაც ახლა ხდება, ესაა აბსურდის თეატრი, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, თევზი თავიდან რომ ყროლდება. ამათ არაფერი არ იციან აქ. თბილისიდან უთხრეს, რომ მე არ მაქვს უფლება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში. […] ეს საბუთი მჭირდებოდა შარშანაც. შარშან მე კენჭს ვიყრიდი და ეს მთელმა საქართველომ იცის. შარშანდელის მერე არაფერი შეცვლილა. ერთადერთი, რაც მე გავარკვიე, 126-ე მუხლს იძახიან. ეს არის ძიუდოისტი რომ ჩამიდეს, მე რომ ძიუდოისტს ვცემე, ეგ საქმე. ამ საქმეზე სასამართლოს არ აქვს გამოტანილი გადაწყვეტილება. […] 

ადგილზე ვითხოვ მომეცით ფურცელი, რომლითაც წავალ სასამართლოში, ვნახავ დალპა შსს თუ ზემოდან სასამართლოც”, – ამბობს უგულავა. 

გიგი უგულავა ფოთში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია, თუმცა ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერაც აქვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved