• რეკლამა
  • კონტაქტი
18:29, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოეტი ზურაბ სამადაშვილი გარდაიცვალა – „სიმი რომ გაუწყდება გიტარას და დანანებით უყურებ, ხმა ვეღარ ამოგიღია, აი, ესე ვარ ახლა“

ალია ავტორი - ალია
18:10 08-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

31 აგვისტოს 66 წლის ასაკში პოეტი და პროზაიკოსი, ზურაბ სამადაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცლებს. პოეტის გარდაცვალების მიზეზი ციროზი გახლდათ.

ზურაბ სამადაშვილმა ბოლო წლები იავადმყოფა. სოციალურ ქსელში მადლობასაც უხდიდა ექიმს.

“მადლობა ონკოქირურგ გიორგი მეტივიშვილს, რომელმაც ამ ქვეყნისკენ მომაბრუნა და გარკვეული დრო კიდევ მაჩუქა” – წერდა პოეტი “ფეისბუქზე.”

ზურაბ სამადაშვილი დაიბადა თბილისში, 1955 წლის 29 იანვარს.

1972 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე სკოლა და იმავდროულად მუსიკალური სასწავლებელი, ხოლო 1977 წელს — საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით.

მისი ლექსები პირველად ჟურნალ „ნობათში“, 1983 წელს დაიბეჭდა, ხოლო პროზაული დებიუტი კი შედგა მოთხრობით „დუბლინელები“, 1986 წელს.

ზურაბ სამადაშვილი 2010-2012 წლებში იყო გალა (ლიტერატურული პრემია) ჟიურის წევრი.

მწერალი და დრამატურგი, მიხო მოსულიშვილი კოლეგისა და მეგობრის გარდაცვალებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

მიხო მოსულიშვილი: – ერთად რომ ადიხართ მთაზე და უცებ თოკზე ჩაბმული მეწყვილე მოწყდება… – აი, ესე მომივიდა ახლა.

ოცდაათ წელზე მეტია ერთად მოვდივართ მწერლობაში, ძალიან კარგი წიგნების, ლექსების, პიესების ავტორი იყო ზურა და ძნელია, ძალიან სამწუხაროა მაგისი წასვლა…

ერთ-ერთი სიმი რომ გაუწყდება გიტარას და დადებ და დანანებით უყურებ, ხმა ვეღარ ამოგიღია, – აი, ესე ვარ ახლა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved