• რეკლამა
  • კონტაქტი
01:09, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გულწრფელად გამომდის ხოლმე მოყოლა და ახლაც ასე შევეცდები…“ – ზურაბ შევარდნაძე „გარდენიაში“ მომხდარ ინციდენტზე

ალია ავტორი - ალია
16:55 08-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

“გარდენიას” მფლობელი ზურაბ შევარდნაძე გახმაურებულ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურებადა თავის მხრივ განმარტავს, რა გახდა კაფის დალუქვის მიზეზი. 

„ყვავილებზე, ბროწეულებზე, შემოდგომის ყვითელ ფოთლებზე, ძველ გურულებზე ვერ დავიწყებ წერას მანამდე, სანამ ამხელა ემოციის შემდეგ, არ ვიტყვი რა იყო და როგორ. გულწრფელად გამომდის ხოლმე მოყოლა და ახლაც ასე შევეცდები.

ნიუიორკიდან ჩამოფრინდა ჩემი ორი მეგობარი, გიორგი და რადმილა, საქართველოში ჯვრის დასაწერად, ჩემთან დაბინავდნენ. მთხოვეს, რომ სვეტიცხოვლიდან მოვიდოდნენ 20 სტუმრით.

ვერ ვუთხარი უარი. ლამაზი სუფრა გავუშალე ჩემ საკუთარ სახლში და არა საჯარო სივრცეში გარდენიაში. სახლი იურიდიულადაც ჩემი პირადი საკუთრებაა და გამიჯნულია ბაღისაგან რეესტრშიც ასეა გატარებული. ყველა სტუმარი იყო პისიარ ტესტით შემოწმებული.

რა თქმა უნდა, გავიხარეთ ერთმანეთის ნახვით, ფოტოების, ვიდეოების გადაღებასაც არავინ მორიდებია.

ძალიან მალე ატყდა რაც ატყდა, გაივსო ბაღი და სახლი სამართალდამცველებით, პატრულის თანამშრომლებით, ჟურნალისტებით. ბარე ხუთჯერ მეტნი იყვნენ ერთად აღებული ვინემ ჩემი სტუმრები. ძალიან გავნერვიულდი, ძალიან. ვფიქრობ გადაამეტეს.

რა თქმა უნდა, დავარღვიე კანონი, რა თქმა უნდა, რეგულაცია დავარღვიე და ვუმასპინძლე სტუმრებს. ამიტომ ჯარიმაც გადავიხადე და ოთახიც დალუქეს. ზუსტად მაქვს გაცნობიერებული რამხელა საფრთხის ქვეშ ვართ ყველანი, მაგრამ ზრდილობასა და პასუხისმგებლობას შორის გაძრომა არ ყოფილა იოლი საქმე, მე ამჯერად არ გამომივიდა. უსიამოვნებაში ჩავაგდე სტუმრებიც და საკუთარი თავიც.

რაც მოხდა მოხდა, იმედი მაქვს არავინ დავაზიანე და დავაზარალე, მე კი ჩემთვის ჩემი დასკვნები გავაკეთე, მაგრამ ალბათ სხვებისთვისაც ჭკუის სასწავლი იქნება ეს ამბავი და ჩემსავით არ შეცდებით. ჩემს მეგობრებს სიხარულით სავსე ცხოვრებას ვუსურვებ რასაკვირველია, გაფრინდნენ უკვე. მე კი თქვენი ნებართვით გავაგრძელებ მყნობას, დარგვას, თესვას, მივხედავ ბაღს..“, – წერს შევარდნაძე.

ცნობისთვის, გამართულ ქორწილთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე, შრომის ინსპექციამ “გარდენია შევარდნაძე: 2 000 ლარით დააჯარიმა და ობიექტი დალუქა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved