• რეკლამა
  • კონტაქტი
22:05, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ ადამიანს განუვითარდა ვირუსი 20 მუტაციით – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
14:26 08-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

ახალი მუტაციის გამოჩენამ სამხრეთ აფრიკაში შეიძლება ისევ აალაპარაკოს ანტივაქსერები და მათი მომხრე ქართველი „ინფექციონისტი“, რომ ვაქცინაციაა მთავარი პრობლემა ამ შტამების უკან. ამიტომ რამოდენიმე განმარტება, სანამ ისინი საფუძველს მოკლებულ აჟიოტაჟს ატეხავენ, – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი წერს.

„ახალი მუტაციის გაჩენისათვის ინფიცირების ხანგრძლივობას აქვს დიდი მნიშვნელობა. რაც უფრო დიდხანს გრძელდება და რჩება ვირუსი ადამიანის ორგანიზმში, მით უფრო მეტი დრო აქვს მას შეისწავლოს, მოახდინოს ადაპტაცია და გამოიმუშავოს ახალი ვარიანტი რომელიც გვერდს აუვლის ადამიანის დაცვას. ამის ერთ-ერთი მაგალითია შემთხვევა, რომელიც აღწერილა ბოსტონში, ერთ იმუნოკომპრომისულ მამაკაცთან, რომელიც იყო ინფექციური 155 დღის განმავლობაში და ამ დროს განუვითარდა ვირუსი 20 მუტაციით! ამიტომაც არის ვაქცინები ამ შანსის შესამცირებლად. ვაქცინები ამცირებენ როგორც დაინფიცირების რისკს, ასევე ინფექციის დროს! ამრიგად, ვარიანტების ნაკლები რისკი, თუ ადამიანი ვაქცინირებულია.

კორონავირუსის შეუფერხებელი გავრცელება არის ის, რაც ვირუსს აძლევს უფრო მეტ შანსს იყოს ადამიანის სხეულში და ისწავლოს ადაპტირება იმ სხეულის წინააღმდეგ, რომელსაც არ აქვს მზად იმუნიტეტი. კორონავირუსის შეუფერხებელ გავრცელებას კი ხელს უწყობს აუცრელობა!!

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რაც იწვევს ახალ მოულოდნელ ვარიანტებს, ხშირად არის იმუნოკომპრომისული ადამიანი, რომელიც ვერ ებრძვის ვირუსს სწრაფად და აძლევს მას საშუალებას, დარჩეს მათ სხეულში ხანგრძლივი დროის განმავლობაში და შესაბამისად შეისწავლოს ადამიანის ორგანიზმი და მოახდინოს ახალი ვარიანტის ჩამოყალიბება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი და გადაწყდა, რომ ასეთ ადამიანებს ბუსტერ დოზები გაუკეთდეს.

თუ დავაკვირდებით დელტა მოვიდა ინდოეთიდან (ძალიან დაბალი ვაქცინაციის მოცვით, მაგრამ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლებით) და ასევე #C12 სამხრეთ აფრიკიდან, რომელსაც ასევე აქვს ძალიან დაბალი 8% სრულად ვაქცინირებული მაჩვენებელი, მაგრამ ინფიცირების დიდი ტალღები. როგორც ხედავთ, ეს ახალი ვარიანტები მოვიდა დაბალი ვაქცინაციის მოცვის ქვეყნებიდან!!.

ასე რომ, აუცილებელია აცრები და აუცილებელია, რომ ყველა აიცრას მთელს მსოფლიოში და არა მარტო რამოდენიმე განყენებულ ქვეყნებში. მარტივი მეცნიერებაა! რაც უფრო მაღალია გადაცემა/ინფექცია, მით უფრო სავარაუდოა ახალი მუტაციების წარმოქმნა. ვირუსის გადაცემას/ინფექციას კი ვაქცინაცია ამცირებს!!“, – წერს წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved