• რეკლამა
  • კონტაქტი
01:23, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები ე.წ. კაიროს და აფრიკის დასახლებების მცხოვრებლებს შეხვდნენ

ალია ავტორი - ალია
14:10 08-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ რევაზ სოხაძესთან ერთად, სამგორის რაიონში, ე.წ. კაიროს და აფრიკის დასახლებების მცხოვრებლებს შეხვდა.

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, ე.წ. კაიროს დასახლებაში წლობით მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემა გადაჭრილია. კერძოდ, მოეწყო წყლის, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი, ყველა ქუჩაზე დაიგო ასფალტი და რეაბილიტირდა საფეხბურთო მოედანი.

„გვახსოვს ყველას, რა მდგომარეობა იყო კაიროს დასახლებაში. ამჟამად რჩება დამისამართების პრობლემა, რომლის გადასაწყვეტად უკვე ჩანიშნულია შეხვედრა შესაბამის კომისიასთან. ახლა უნდა ვიყუროთ წინ და კიდევ ბევრი უკეთესი პროექტი უნდა განვახორციელოთ. „სიცოცხლე ყველა უბანში“ მე ასე მესმის: თქვენ რომ გამოხვალთ სახლიდან, უნდა იგრძნოთ, რომ უფრო უკეთეს, კომფორტულ უბანში ცხოვრობთ“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე კაიროს დასახლების მცხოვრებლებს სკვერის რეაბილიტაციას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.

„გასული ოთხი წლის განმავლობაში დაძლეული გამოწვევები გვაძლევს საშუალებას, რომ არსებულ პრობლემებსაც ვუპასუხოთ. ჩვენ ამისთვის ვართ, რომ მხოლოდ მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ე.წ. აფრიკის დასახლებას, როგორც ადგილობრივებს კანდიდატებმა განუცხადეს, მათი მოთხოვნა გათვალისწინებულია და გამოყოფილია ფართი, სადაც მომავალი წლიდან სპორტული დარბაზის მშენებლობა დაიწყება.

ამავე დასახლებაში, სანაძის, ფაღავასა და გუგუშვილის ქუჩების ნაწილში უკვე მოწყობილია წყალარინების და წყლის სისტემა, ამჟამად კი საგზაო სამუშაოები იგეგმება.

შეხვედრებს ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ასევე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved