იაპონიაში ჯგუფმა ტოკიოს მედიცინისა და სტომატოლოგიური საავადმყოფოს დოცენტის, ტაკეუჩი ჰიროაკის ხელმძღვანელობით კორონავირუსის “დელტა” შტამის ახალი მუტაცია აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ NHK ავრცელებს.
არსებული ცნობებით, მუტაცია აღმოაჩინეს “დელტა” შტამითინფიცირებულ პაციენტში, რომელიც საავადმყოფოს აგვისტოს შუა რიცხვებში ეწვია.
მკვლევართა თქმით, გენეტიკურმა ანალიზმა გამოავლინა N501S მუტაცია.
ჯგუფმა აღნიშნა, რომ იაპონიის გარეთ ამ მუტაციის შესახებ მხოლოდ რვა ცნობა არსებობს.
N501S მუტაცია ჰგავს “ალფას” N501Yვარიანტს, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა. ჯერჯერობით გაურკვეველია ახდენს თუ არა ეს მუტაცია რაიმე გავლენას ვირუსის გადაცემაზე.
კომენტარები