დაუდგენელი ვირუსული დაავადება, რომელმაც ინდოეთში გასულ კვირაში რამდენიმე ათეული ადამიანის იმსხვერპლა, სავარაუდოდ, დენგეს ცხელებით არის გამოწვეული, რომლის გადამტანებიც კოღოები არიან. ინფორმაციას India TV ავრცელებს.
“აფეთქების მიზეზს ჯერ კიდევ იძიებენ, თუმცა სიმპტომებით ეს დენგეს ცხელებაა. ჩვენ ამის შესახებ ჯანდაცვის სახელმწიფო ორგანოებს უკვე ვაუწყეთ”, – განაცხადა უტარ-პრადეშის ჯანდაცვის საკითხებში მთავარი მდივნის მოადგილემ.
ცნობისთვის, ინდოეთში უცნობ ვირუსს 70 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ გარდაცვლილთა სავარაუდო რიცხვია. ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი მონაცემებში არ ატარებს იმ პირებს, რომლებიც კერძო საავადმყოფოებში და სახლში დაიღუპნენ.
კომენტარები