• რეკლამა
  • კონტაქტი
21:41, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელ ქვეყნებში ცრიან ბავშვებს

ალია ავტორი - ალია
11:14 08-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის 75.6% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრა. 

მიმდინარე წლის მაისში, ევროპული მედიკამენტების სააგენტომ (EMA) 12-15 წლამდე ბავშვებში Pfizer-ის გამოყენება დაუშვა, ხოლო ერთი თვის შემდეგ ბავშვებში ავტორიზაცია Moderna-ს ვაქცინასაც მიანიჭა. 

წარმოგიდგენთ ევროპის ქვეყნებს, რომლებშიც 12 წლიდან ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია:

გაერთიანებული სამეფო – ინგლისმა 16 და 17 წლის მოზარდების ვაქცინაცია 23 აგვისტოდან დაუშვა. ხოლო 12-15 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც ან თავად არიან რისკჯგუფში ან ცხოვრობენ ისეთ პირებთან ერთად, რომელთათვისაც კოვიდ-ინფექცია საშიშია, უახლოეს კვირებში მიეცემათ.

იტალია – 12-18 წლამდე ასაკის მოზარდებს 16 აგვისტოდან აქვთ ვაქცინაციის შესაძლებლობა.

გერმანია  –  12 წლის ზემოთ ბავშვებში ვაქცინაცია 16 აგვისტოდან ყველასთვის შესაძლებელია.

ირლანდია – 12 წლის ზემოთ ბავშვებში ვაქცინაცია 11 აგვისტოდან არის შესაძლებელი.

პოლონეთი – ქვეყანაში ამ დროისათვის უკვე 12-17 წლამდე ასაკის 577,562 პირია სრულად ვაქცინირებული.

საფრანგეთი – 15 ივნისის შემდგომ ქვეყანაში 12-17 წლის მოზარდების 56%-ს ერთი, ხოლო 32.4%-ს ორივე დოზა აქვს მიღებული.

ესპანეთი – 12-19 წლამდე ასაკის პირებში 55.4%-ს ვაქცინის პირველი დოზა აქვს მიღებული.

დანია – ქვეყანაში 12-15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია ივლისში დაიწყო.

შვეიცარია – 22 აგვისტოს მონაცემებით, 10-19 წლის მოზარდების 17.9% კოვიდ-ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით აცრილია.

შვედეთი – 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდებში უნდა იყოს დაშვებული კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაცია. რაც შეეხება 12-დან 15 წლამდე მოზარდებს, მათ მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებში აქვთ ვაქცინის მიღების შესაძლებლობა.

წყარო: Forbes Georgia

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved